A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V X Z

HA HE HI HO HU HY
HIA HIL HIP HIR

hiatus, - us

m.
L. hiare ღიად ყოფნა, პირის დაღება
ხვრელი, ნაპრალი, შესავალი
 
hiatus aorticus აორტული ხვრელი; მდებარეობს შუასაძგიდის წელისეულ ნაწილში; მასში გადის აორტა და გულმკერდის ლიმფური სადინარი.
hiatus canalis n. petrosi majoris დიდი კლდოვანი ნერვის არხის ნაპრალი; ძევს საფეთქლის ძვლის კლდოვანი ნაწილის წინა ზედაპირზე (BNA – hiatus canalis facialis; foramen Tarini).
hiatus canalis n. petrosi minoris მცირე კლდოვანი ნერვის არხის ნაპრალი; ძევს საფეთქლის ძვლის კლდოვანი ნაწილის წინა ზედაპირზე.
hiatus esophageus საყლაპავისეული ხვრელი; მდებარეობს შუასაძგიდის წელისეულ ნაწილში; მასში გადის საყლაპავი მილი და ცთომილი ნერვები.
hiatus maxillaris ზედაყბის ნაპრალი; ზედაყბის წიაღის შესავალი ხვრელი ზედაყბის სხეულის მედიალურ ზედაპირზე.
hiatus sacralis გავის შესავალი; გავის არხის გამოსავალი ხვრელი გავის ძვლის მწვერვალის უკანა ზედაპირზე.
hiatus saphenus საჩინო შესავალი; წარმოადგენს ბარძაყის არხის გარეთა ხვრელს; მდებარეობს საზარდულის იოგის ქვემოთ, ბარძაყის სამკუთხედში, განიერი ფასციის ზედაპირულ ფირფიტაზე; ლატერალურად მოსაზღვრულია ნამგლისებრი კიდით, ქვემოდან – ქვემო რქით, ზემოდან კი ზემო რქით; დახურულია დაცხრილული ფასციით (BNA – fossa ovalis).
hiatus semilunaris ნამგლისებრი ნაპრალი; ცხვირის ღრუს მრუდე გასავალი, რომელიც ზემოდან მოსაზღვრულია ცხავის ბუშტულით ქვემოდან კი – ცხავის ძვლის კავისებრი მორჩის კიდით და წინისკენ გრძელდება ძაბრში.
hiatus tendineus (adductorius) მყესოვანი (მომზიდველი) შესავალი; იქმნება დიდი მომზიდველი კუნთის ბოჭკოების დაცილებით; წარმოადგენს მომზიდველი არხის ქვედა ხვრელს, რომელიც იხსნება მუხლქვეშა ფოსოში.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9