A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V X Z

IL IM IN IR IS
IMP IMU

impressio, -onis

f.
L. imprimere დაჭერა, დაწოლა
ჩანაჭდევი; ჩაღრმავება ამა თუ იმ ორგანოს ზედაპირზე, რომელიც გამოწვეულია მეზობელი ორგანოს ზეწოლით
 
impressio cardiaca გულის ჩანაჭდევი; გულის კვალი მარცხენა ფილტვის მედიალურ ზედაპირზე, კარის ქვემოთ, 2. გულის კვალი ღვიძლის დიაფრაგმულ ზედაპირზე მარჯვენა და მარცხენა წილებს შორის.
impression colica კოლინჯის ჩანაჭდევი; კოლინჯის კვალი ღვიძლის მარჯვენა წილის ვისცერულ ზედაპირზე, ქვემო კიდესთან ახლოს.
impressio duodenalis თორმეტგოჯა ნაწლავის ჩანაჭდევი; თორმეტგოჯა ნაწლავის კვალი ღვიძლის მარჯვენა წილის ვისცერულ ზედაპირზე, ნაღვლის ბუშტის ფოსოს გვერდით.
impressio esophagea საყლაპავი მილის ჩანაჭდევი; საყლაპავი მილის კვალი ღვიძლის მარცხენა წილის ვისცერულ ზედაპირზე, ვენური იოგის ნაპრალის გვერდით.
impressio gastrica კუჭის ჩანაჭდევი; კუჭის კვალი ღვიძლის მარცხენა წილის ვისცერულ ზედაპირზე, საყლაპავი მილის ჩანაჭდევის წინ.
impressio ligamenti costoclavicularis ნეკნ-ლავიწის იოგის ჩანაჭდევი; ნეკნ-ლავიწის იოგის მიმაგრების ადგილი ლავიწის ქვემო ზედაპირზე, სამკერდე ბოლოსთან (BNA – tuberositas costalis).
impressio renalis თირკმლის ჩანაჭდევი; თირკმლის კვალი ღვიძლის მარჯვენა წილის ვისცერულ ზედპირზე, კოლინჯის ჩანაჭდევის უკან.
impressio suprarenalis თირკმელზედა ჯირკვლის ჩანაჭდევი; თირკმელზედა ჯირკვლის კვალი ღვიძლის მარჯვენა წილის დიაფრაგმული ზედპირის უკანა ნაწილში.
impressio trigemini სამწვერა კვანძის ჩანაჭდევი; სამწვერა კვანძის კვალი საფეთქლის ძვლის კლდოვანი ნაწილის წინა ზედაპირზე, მის წვეროსთან ახლოს.
impressiones digitatae თითისებრი ჩანაჭდევები; თავის ტვინის ხვეულების კვალი ქალას შიგნითა ზედაპირზე.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9