გამოქვაბული, მღვიმე
- antrum mastoideum დვრილისებრი მღვიმე; დვრილისებრი მორჩის ღრუ, რომელიც უერთდება დვრილისებრ უჯრედებს, ხოლო მღვიმის შესავლით – დაფის ღრუს (BNA – antrum tympanicum Valsalvae)
antrum pyloricum პილორუსის მღვიმე; პილორუსის განიერი ნაწილი, რომელიც უკან ემიჯნება კუჭის სხეულს, წინისკენ კი გადადის პილორუსის არხში. (Willisii)
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.