ნაჭდევი
- incisura acetabuli ტაბუხის ბუდის ნაჭდევი; ნაჭდევი, რომლითაც წყდება ტაბუხის ბუდის ნაპირი ქვედა ნაწილში. ტაბუხის ბუდის ნაჭდევზე, ტაბუხის ბაგის ბოლოებს შორის, გადაჭიმულია განივი იოგი.
- incisura apicis cordis გულის მწვერვალის ნაჭდევი; მომცრო ღარი გულის მწვერვალზე პარკუჭთაშუა წინა და უკანა ღარების ერთმანეთში გადასვლის ადგილას.
- incisura ischiadica major et minor დიდი და მცირე საჯდომი ნაჭდევი; მცირე საჯდომი ნაჭდევი მდებარეობს კუკუხოსა და საჯდომ წვეტს შორის, დიდი საჯდომი ნაჭდევი კი – თეძოს უკანა ქვემო და საჯდომ წვეტებს შორის.
- incisura mastoidea დვრილისებრი ნაჭდევი; ღარი დვრილისებრი მორჩის მედიალურ ზედაპირზე; ორმუცელა კუნთის უკანა მუცლის მიმაგრების ადგილი.
- incisura pancreatis პანკრეასის ნაჭდევი; ძევს პანკრეასის უკაანა ზედაპირზე, მის თავსა და სხეულს შორის. პანკრეასის ნაჭდევში მოთავსებული არიან ჯორჯლის ზემო არტერია და ვენა. უკანასკნელი უერთდება აქ ელენთის ვენას.
- incisura thyroidea inferior et superior ფარისებრი ქვემო და ზემო ნაჭდევი; ქვემო და ზემო ნაჭდევი ფარისებრი ხრტილის მარჯვენა და მარცხენა ფირფიტებს შორის.
- incisura tympanica დაფის ნაჭდევი; ამ ნაჭდევით წყდება დაფის ღარი მის ზედა ნაწილში; წინიდან მოსაზღვრულია დაფის დიდი წვეტით, უკნიდან კი – დაფის მცირე წვეტით.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.