A B C D V
AB AC AD AF AG AI AL AM AN AO AP AQ AR AS AT AU AX AZ
ANA ANC ANG ANS ANT ANU

anulus, - i

m.
L.
ბეჭედი, რგოლი (BNA – annulus)
 
anulus conjunctivae კონიუნქტივის რგოლი; კონიუნქტივის ოდნავ გამოზნექილი ნაპირი, რომელიც თავისი მდებარეობით შეესაბამება რქოვანაში სკლერის გადასვლის ადგილს.

anulus femoralis ბარძაყის რგოლი; ნაპრალისებრი სივრცე, მოთავსებული სისხლძარღვოვანი შუალედის მედიალურ კუთხეში და მოსაზღვრული წინიდან და ზემოდან საზარდულის იოგით, უკანიდან – ქედის იოგით, ლატერალურად – ბარძაყის ვენით, მედიალურად კი – შუალედის იოგით. ბარძაყის რგოლი დახურულია განივი ფასციით, რომელიც ამ ადგილას დაცხრილულია და ეწოდება ბარძაყის ძგიდე – septum femorale

anulus fibrocartilagineus ბოჭკოვან-ხრტილოვანი რგოლი; რგოლი, რომლითაც დაფის ღარში ფიქსირებულია დაფის აპკი.

anulus fibrosus ფიბროზული რგოლი; მალთაშუა დისკოს პერიფერიული ნაწილი, რომელიც შედგება კონცენტრიული ფიბროზული ფირფიტებისაგან.

anulus inguinalis profundus et superficialis საზარდულის ღრმა და ზედაპირული რგოლი; ზედაპირული რგოლი ძევს მუცლის გარეთა ირიბი კუნთის აპონევროზის მედიალურ და ლატერალურ ფეხებს შორის. შიგნიდან მოსაზღვრულია შებრუნებული იოგით – ligamentum reflexum, ხოლო გარედან – ფეხთაშუა ბოჭკოებით fibrae intercrurales. საზარდულის ღრმა რგოლი მდებარეობს მუცლის წინა კედლის უკანა ზედაპირზე, განივ ფასციაზე, რომელიც რგოლის ნაპირებთან გადადის სათესლე ბაგირაკზე. (BNA – annulus inguinalis abdominalis et subcutaneus).

anulus iridis major et minor ფერადი გარსის დიდი და მცირე რგოლი; ფერადი გარსის წინა ზედაპირზე გუგის ირგვლივ გამოყოფენ 1 მმ სიფართის მცირე რგოლს, ხოლო დანარჩენ ნაწილს მიაკუთვნებენ ფერადი გარსის დიდ რგოლს.

anulus tendineus communis საერთო მყესოვანი რგოლი; ძევს თვალბუდეში, მხედველობის არხის და ნაწილობრივ თვალბუდის ზემო ნაპრალის მიდამოში. საერთო მყესოვანი რგოლიდან იწყება თვალის კაკლის ყველა კუნთი, ქვემო ირიბი კუნთის გარდა. რგოლის შიგნით თავსდება მხედველობის, თვალის მამოძრავებელი, განმზიდველი, ცხვირ-წამწამოვანი ნერვები და თვალბუდის არტერია. (Zinni).

anulus tympanicus დაფის რგოლი; ნაყოფის და ახალშობილის საფეთქლის ძვლის დაფისეული ნაწილი წარმოდგენილია ზევით გახსნილი რგოლით, რომელსაც უმაგრდება დაფის აპკი.

anulus umbilicalis ჭიპის რგოლი; მდებარეობს თეთრი ხაზის თითქმის შუა მონაკვეთში. შევსებულია ნაწიბუროვანი ქსოვილით, რომელიც შეზრდილია ჭიპის კანთან.

Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9