L. infundere ჩასხმა საშ. სქ. ძაბრი; მესამე პარკუჭის ძირის გამონაზარდი, რუხი ბორცვის გაგრძელება, რომლის ქვემო, ყრუ ბოლოზე ჩამოკიდებულია ტვინის დანამატი
- infundibulum ethmoidale ცხავის ძაბრი; ძაბრისებრი არხი ცხავის ბუშტულის წინ, ცხავის ძვლის კავისებრ მორჩსა და ბუშტულას შორის, რომელიც ცხავის წინა უჯრედებსა და შუბლის წიაღს აკავშირებს ცხვირის შუა გასავალთან.
- infundibulum tubae uterinae საშვილოსნოს ლულის ძაბრი; ლულის მუცლისკენა გაფართოებული ბოლო, რომელშიც გადადის ლულის ამპულა.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.