A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V X Z

IL IM IN IR IS
INC IND INF ING INN INS INT INV

intercarpeus, - a, - um

ამ ზედსართავის ქართულად თარგმნა ერთი სიტყვით, ვფიქრობთ, მოუხერხებელ ტერმინს მოგვცემდა. ალბათ ჯობია ვიხმაროთ გამოთქმა – მაჯის ძვალთა. სიტყვა ძვალთაშუა აქ არ გამოდგება, ვინაიდან მაჯის სახსრებთან და იოგებთან დაკავშირებით იხმარება კიდევ ერთი ზედსართავი interosseus, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს ძვალთაშუას. ქვემოთ მოგვყავს ამ სახის ლათინური ტერმინების ქართული შესატყვისები. articulationes intercarpeae მაჯის ძვალთა სახსრები; ligamenta intercarpea dorsalia მაჯის ძვალთა დორსალური იოგები; მაგრამ, ligamenta intercarpea interossea მაჯის ძვალთაშუა იოგები.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9