L. intestinus შინაგანი, სიტყვიდან intus შიგნით საშ. სქ. ნაწლავი
- intestinum crassum მსხვილი ნაწლავი; საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ბოლო ნაწილი, თეძო-ბრმა ნაწლავის სარქვლიდან ყითამდე; შედგება ბრმა ნაწლავისა, ასწვრივი, განივი, დასწვრივი და სიგმოიდური კოლინჯისა და სწორი ნაწლავისაგან.
- intestinum tenue წვრილი ნაწლავი; საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნაწილი პილორუსიდან თეძო-ბრმა ნაწლავის ხვრელამდე; შედგება თორმეტგოჯა, მლივი და თეძოს ნაწლავისაგან.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.