A B C D V
AB AC AD AF AG AI AL AM AN AO AP AQ AR AS AT AU AX AZ
APE API APO APP

apertura, -ae

f.
L. aperire გაღება
აპერტურა, შესავალი, ხვრელი, ნაჩვრეტი

apertura lateralis ventriculi quarti მეოთხე პარკუჭის ლატერალური ხვრელი. მეოთხე პარკუჭის სისხლძარღვოვანი სარქვლის ლუწი ხვრელი. თითოეული ხვრელი ძევს მეოთხე პარკუჭის ლატერალური ჯიბესთან და იხსნება ქსელქვეშა სივრცეში. (foramen Luschka).

apertura mediana ventriculi quarti მეოთხე პარკუჭის შუა ხვრელი; მეოთხე პარკუჭის სისხლძარღვოვანი სარქვლის კენტი ხვრელი, მოთავსებული ურდულის – obex ოდნავ ზემოთ; იხსნება ქსელქვეშა სივრცეში. (foramen Magendii).

apertura pelvis superior et inferior მენჯის ზემო და ქვემო შესავალი; მენჯის ზემოთ შესავალი შემოსაზღვრულია სასაზღვრო ხაზით – Iinea terminalis, რომელიც აგრეთვე საზღვარია მცირე და დიდ მენჯს შორის. მენჯის ქვემო შესავალი მოსაზღვრულია ბოქვენისა და საჯდომი ძვლების ტოტებით, საჯდომი ბორცვებით და კუდუსუნით.

apertura piriformis მსხლისებრი შესავალი; ცხვირის ღრუს შესავალი ხვრელი სახის ქალაზე.

apertura sinus frontalis შუბლის წიაღის ხვრელი

apertura sinus sphenoidalis სოლისებრი წიაღის ხვრელი

apertura thoracis inferior et superior გულმკერდის ქვემო და ზემო შესავალი;

apertura tympanica canaliculi chordae tympani დაფის სიმის მილაკის დაფისკენა ნაჩვრეტი; იხსნება დაფის ღრუს დვრილისებრ კედელზე

Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9