Gk. isthmos ყელი, ვიწრობი ვიწრობი, შევიწროება, ყელი
- isthmus aortae აორტის ყელი; აორტის შევიწროებული ნაწილი, მარცხენა ლავიწქვეშა არტერიის გამოსვლისა და არტერიული სადინარის შესვლის ადგილებს შორის.
- islhmus cartilaginis auris ყურის ხრტილის ყელი; ყურის ნიჟარის ხრტილის შევიწროებული ადგილი გარეთა სასმენ შესავალში გადასვლის დროს.
- isthmus faucium ხახის პირი; შევიწროებული ადგილი პირის ღრუსა და ხახას შორის; შემოსაზღვრულია სასის ფარდით, ენით და სასის რკალებით.
- isthmus glandulae thyroideae ფარისებრი ჯირკვლის ყელი; ფარისებრი ჯირკვლის ნაწილი მოთავსებული სასულეს წინ; ერთმანეთთან აერთებს ფარისებრი ჯირკვლის გვერდით წილებს.
- isthmus gyri cinguli სარტყლის ხვეულის ყელი; სარტყლის ხვეულის ვიწრო ნაწილი, რომელიც უშუალოდ გრძელდება პარაჰიპოკამპურ ხვეულში.
- isthmus prostatae წინამდებარეს ყელი; წინამდებარეს სოლისებრი ნაწილი მარჯვენა და მარცხენა მშხეპავ სადინარებსა და შარდსადენის უკანა ზედაპირს შორის.
- isthmus rhombencephali რომბისებრი ტვინის ყელი; ემბრიონის ნერვული ლულის შევიწროებული ადგილი რომბისებრ ტვინსა და შუა ტვინს შორის; მოიცავს ნათხემის წინა ფეხებს, ტვინის წინა ფარდას და მარყუჟის სამკუთხედს.
- isthmus tubae auditivae სასმენი ლულის ყელი; სასმენი ლულის შევიწროებული ნაწილი ძვლოვანი ნაწილის ხრტილოვან ნაწილში გადასვლის ადგილას.
- isthmus tubae uterinae საშვილოსნოს ლულის ყელი; საშვილოსნოს ლულის მედიალური, შევიწროებული ნაწილი, რომელიც გრძელდება ლულის ამპულაში; შეადგენს საშვილოსნოს ლულის ერთ მესამედს.
- isthmus uteri საშვილოსნოს ზეყელი; საშვილოსნოს შევიწროებული ნაწილი საშვილოსნოს სხეულსა და ყელს შორის.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.