L. jungere შეერთება, შეკვრა საშ. სქ. უღელი მთის თხემი, შემაღლება
- jugum sphenoidale სოლისებრი შემაღლება; სოლისებრი ძვლის სხეულის სატვინე ზედაპირის წინა ნაწილი, მცირე ფრთებს შორის და მხედველობის ნერვის ჯვარედინის ღარის წინ.
- juga alveolaria კბილბუდეთა შემაღლებანი; გასწვრივი შემაღლებანი ზედა და ქვედაყბის კბილბუდეთა მორჩების წინა ზედაპირზე, რომლებიც შეესაბამებიან კბილბუდეებს.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.