L. jungere შეერთება, შეკვრა კავშირი, შეერთება
- junctura cartilaginea ხრტილოვანი შეერთება; ძვალთა უწყვეტი შეერთება ხრტილოვანი ქსოვილის საშუალებით.
- junctura fibrosa ფიბროზული შეერთება; ძვალთა უწყვეტი შეერთება შემაერთებელი ქსოვილის საშუალებით (BNA – synarthrosis).
- junctura lumbosacralis გავა-წელის შეერთება; შეერთება, გავის პირველ მალასა და წელის მეხუთე მალას შორის.
- junctura sacrococcygea გავა-კუდუსუნის შეერთება; გავის მწვერვალის და კუდუსუნის ფუძის შეერთება, რომელთა შორის მოთავსებული მალთაშუა ხრტილი შეიცავს პატარა ღრუს.
- junctura synovialis სინოვიური შეერთება; ანუ სახსარი; ძვალთა წყვეტილი, მოძრავი შეერთება; ყოველ სახსარში არჩევენ შენაწევრებული ძვლების სასახსრე ზედაპირებს, სასახსრე ჩანთას და სახსრის ღრუს (BNA – diarthrosis + articulatio).
- juncturae zygapophyseales რკალმორჩების შეერთებანი; შეერთებანი მალთა სასახსრე მორჩებს შორის (რკალმორჩებს შორის), რომლებიც წარმოადგენენ ბრტყელ, კომბინირებულ სახსრებს.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.