ტუჩი, ბაგე, კიდე, ნაპირი
- labia oris პირის ტუჩები
- labium limbi tympanicum კიდის დაფისეული ბაგე; ლოკოკინას ძვლოვანი სპირალური ფირფიტის თავისუფალი კიდის ქვედა ბაგე, რომელსაც უმაგრდება ძირითადი ფირფიტა – lamina basilaris.
- labium limbi vestibulare კიდის კარიბჭისეული ბაგე; ლოკოკინას ძვლოვანი სპირალური ფირფიტის თავისუფალი კიდის ზედა ბაგე, რომელიც შეჭრილია ლოკოკინას სადინარის ღრუში.
- labium majus pudendi დიდი სასირცხო ბაგე; კანის ორი ნაოჭი, რომლებითაც გვერდებიდან მოსაზღვრულია სასირცხო ნაპრალი.
- labium minus pudendi მცირე სასირცხო ბაგე; კანის ორი გასწვრივი ნაოჭი, რომლებიც მოთავსებული არიან დიდი სასირცხო ბაგეების შიგნით.
- labialis, - e ტუჩისა
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.