Gk. (apo -დან, -გან, რისამეგან შოოს, neuron თავდაპირველი მნიშვნელობით მყესი, უფრო გვიან ეს სიტყვა გამოიყენეს ნერვის აღსანიშნავად) აპონევროზი, მყესოვანი გაგანიერება, ბრტყელი ფართო მყესი, მაგალითად, მუცლის კუნთების მყესები
- aponeurosis epicranialis ქალასარქვლის აპონევროზი; იგივეა რაც მყესოვანი აბჯარი. ქალასარქვლის კუნთის აპონევროზი.
aponeurosis linguae ენის აპონევროზი; ბოჭკოვანი ფირფიტა, რომლითაც გარედან დაფარულია ენის კუნთები. იქმნება ენის ლორწქვეშა შრის შემაერთებელქსოვილოვანი ბოჭკოებით და ენის საკუთარი კუნთების მყესოვანი ბოჭკოებით.
aponeurosis m. bicipitis brachii მხრის ორთავა კუნთის აპონევროზი; გამოეყოფა ორთავა კუნთის დისტალურ მყესს, მიემართება მედიალურად და შეეზრდება წინამხრის ფასციას. (lacertus fibrosus Piragovi).
aponeurosis palmaris ხელგულის აპონევროზი; ფიბროზული ფირფიტა კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ქვეშ.
aporeurosis plantaris ტერფძირის აპონევროზი; ტერფძირის მკვრივი მყესოვანი აპონევროზი, გაჭიმული ქუსლის ბორცვსა და თითებს შორის; პროქსიმალურად შეზრდილია თითების მოკლე მომხრელ კუნთთან, რომელსაც ფარავს; დისტალურად იყოფა ხუთ კონად, რომელთა შორის მიემართება განივი კონები.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.