L. (კნინ. სირტყვისა lacus ტბა) ორმო, ფოსო, შუალედი, ლაკუნა.
- lacuna musculorum კუნთოვანი შუალედი; საზარდულის იოგსა და მენჯის ძვალს შორის არსებული სივრცის ლატერალური ნაწილი, რომელიც გამიჯნულია სისხლძარღვოვან შუალედთან თეძო-ქედის რკალით, მასში ძევს თეძო-სუკის კუნთი და ბარძაყის ნერვი.
- lacuna vasorum სისხლძარღვოვანი შუალედი; საზარდულის იოგსა და მენჯის ძვალს შორის არსებული სივრცის მედიალური ნაწილი, სადაც ლატერალურად ძევს ბარძაყის არტერია, მედიალურად კი – ბარძაყის ვენა, ხოლო ბარძაყის ვენის მედიალურად მოთავსებულია ბარძაყის რგოლი.
- lacunae laterales ლატერალური ლაკუნები; მაგარი გარსის მომცრო სინუსები ზემო საგიტალური სინუსის გვერდებზე, რომლებიც უერთდებიან ამ უკანასკნელს.
- lacunae urethrales შარდსადენის ლაკუნები; შარდსადენის ღრუბლისებრი ნაწილის ლორწოვანი გარსის წინისკენ გახსნილი მომცრო ჩაღრმავებები, რომლებიც უკეთ არიან გამოხატული შარდსადენის ზედა კედელზე. (Morgagnii).
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.