A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V X Z

LA LE LI LO LU LY
LAB LAC LAM LAN LAR LAT

lamina, - ae,

f.
L.
ფირფიტა
 
lamina affixa დართული ფირფიტა; წარმოადგენს ტვინის საბოლოო ბუშტის მედიალური კედლის ნაწილს, რომელიც ინვაგინაციის შედეგად თავსდება მხედველობის ბორცვის დორსალურ ზედაპირზე, სასაზღვრო ხაზსა და სისხლძარღვოვან ზონარს შორის. სხვა წარმონაქმნებთან ერთად ქმნის გვერდითი პარკუჭის ცენტრალური ნაწილის ძირს.
lamina alaris ფრთისებრი ფირფიტა; ჩანასახის ნერვული ლულის უკანა ლატერალური ნაწილი, სადაც ვითარდება აფერენტულ ნერვებთან დაკავშირებული, სენსორული ნერვული უჯრედები.
lamina basalis ბაზალური ფირფიტა; 1. ჩანასახის ნერვული ლულის წინა ლატერალური ნაწილი, სადაც ვითარდება ეფერენტული ნერვების მოტორული უჯრედები, 2. თხელი, უსტრუქტურო ფირფიტა, რომელიც საკუთრივ სისხლძარღვოვანი გარსის ყველაზე ღრმა ფენას წარმოადგენს და გრძელდება წამწამოვანი სხეულის ბაზალურ ფირფიტაში.
lamina arcus vertebrae მალის რკალის ფირფიტა; მალის რკალის უკანა ნაწილი; წინა ნაწილი წარმოდგენილია რკალის ფეხით.
lamina basilaris ძირითადი ფირფიტა; გადაჭიმულია ლოკოკინას ძვლოვანი სპირალური ფირფიტის კიდის დაფისეულ ბაგესა და ლოკოკინას გარეთა კედელს შორის, ძირითად ფირფიტაზე განლაგებულია სპირალური ორგანო.
lamina choroidocapillaris ქოროიდოკაპილარული ფირფიტა; სისხლძარღვოვან-კაპილარული ფირფიტა; თვალის საკუთრივ სისხლძარღვოვანი გარსის ერთ-ერთი ფენა, სისხლძარღვოვან ფირფიტასა – lamina vasculosa და ბაზალურ ფირფიტას შორის; შეიცავს უხვ კაპილარულ ქსელს. კაპილარები ხასიათდება დიდი ზომით და არათანაბარი ყალიბით. (Ruyschii).
lamina cribrosa დაცხრილული ფირფიტა; ცხავის ძვლის ჰორიზონტალურად მდებარე ფირფიტა, ქალას წინა ფოსოს შუაში; მის ხვრელებში გადიან ყნოსვის ნერვები.
lamina fusca sclerae სკლერის დაბურული ფირფიტა; სკლერის ყველაზე ღრმა ფენა, რომელიც ეკვრის სისხლძარღვოვან გარსს; შეიცავს პიგმენტურ უჯრედებს – მელანოციტებს.
lamina horizontalis ჰორიზონტალური ფირფიტა; სასის ძვლის ჰორიზონტალური ფირფიტა.
lamina limitans anterior წინა საზღვროვანი ფირფიტა; თხელი მკვრივი, ბოჭკოვანი აგებულების ფირფიტა, რომელიც მოთავსებულია უშუალოდ რქოვანას წინა ეპითელიუმის ქვეშ. (BNA – lamina elastica anterior Bowmani).
lamina limitans posterior უკანა საზღვროვანი ფირფიტა; ბოჭკოვანი აგებულების აპკი რქოვანას საკუთარი ნივთიერებასა და წინა სენაკის ენდოთელიუმს შორის. (BNA – lamina elastica posterior, Demoursi, Descemeti).
lamina medullaris lateralis et medialis ლატერალური და მედიალური ტვინოვანი ფირფიტა; თეთრი ნივთიერების ფირფიტები, რომლებითაც ოსპისებრი ბირთვი გაყოფილია სამ ნაწილად ჩენჩოსა და მედიალურად მდებარე ორ მკრთალ სფეროებად.
lamina membranacea აპკისებრი ფირფიტა; ფიბროზული ფირფიტა, რომელიც აერთებს სასმენი ლულის ხრტილის კიდეებს და ქმნის ღულის ლატერალურ და ქვემო კედელს.
lamina modioli ღერძის ფირფიტა; თხელი ძვლოვანი ფირფიტა, რომლითაც მთავრდება ლოკოკინას ღერძის წვერო.
lamina orbitalis თვალბუდისეული ფირფიტა; თხელი ძვლოვანი ფირფიტა, რომელიც გარედან ფარავს ცხავის ძვლის ლაბირინთს და ქმნის თვალბუდის მედიალურ კედელს (BNA – lamina papiracea).
lamina parietalis et visceralis პარიეტული და ვისცერული ფირფიტა; სეროზული გარსების კედლისამყოლი და ორგანმფარავი ფირფიტები.
lamina perpendicularis პერპენდიკულარული ფირფიტა; ცხავისა და სასის ძვლის პერპენდიკულარული ფირფიტები.
lamina pretrachealis სასულესწინა ფირფიტა; კისრის ფასციის ერთ-ერთი ფურცელი, რომლითაც დაფარულია სასულეს წინ მდებარე კუნთები და ორგანოები.
lamina prevertebralis ხერხემლისწინა ფირფიტა; კისრის ფასციის ერთ-ერთი ფურცელი, რომლითაც დაფარულია ხერხემლის წინ მდებარე და კიბისებრი კუნთები.
lamina septi pellucidi გამჭვირვალე ძგიდის ფირფიტა; ორი საგიტალურად მდგარი ფირფიტა კორძიანი სხეულის წინა ნაწილებსა და თაღის სხეულსა და სვეტებს შორის, რომელთა შორის მოთავსებულია გამჭვირვალე ძგიდის ღრუ; თითოეული ფირფიტა ქმნის გვერდითი პარკუჭის წინა რქის მედიალურ კედელს.
lamina spiralis ossea ძვლოვანი სპირალური ფირფიტა; ლოკოკინას ღერძის გარშემო სპირალურად დახვეული ძვლოვანი ფირფიტა, რომლის თავისუფალ კიდეს უმაგრდება სპირალური აპკი: იწყება კარიბჭიდან, ლოკოკინას სარკმლის მახლობლად და მთავრდება ლოკოკინას მწვერვალში სპირალური ფირფიტის კავით.
lamina spiralis secundaria მეორეული სპირალური ფირფიტა; ძვლოვანი ქედი ლოკოკინას არხის პირველი ხვეულის გარეთა კედელზე, ძვლოვანი სპირალური ფირფიტის მოპირდაპირე მხარეზე.
lamina suprachoroidea საკუთრივ სისხლძარღვოვანი გარსის ზედა ფირფიტა; სუპრაქოროიდული ფირფიტა; თვალის კაკლის საკუთრივ სისხლძარღვოვანი გარსის გარეთა ფენა, რომელიც ეკვრის სკლერას.
lamina tecti სახურავის ფირფიტა; შუა ტვინის სახურავის ოთხკუთხა ფირფიტა, რომელზეც განლაგებულია ზემო და ქვემო გორაკები.
lamina terminalis სასაზღვრო ფირფიტა; თხელი რუხი ფირფიტა, კორძიანი სხეულის ნისკარტსა და მხედველობის ჯვარედის ზემო ზედაპირს შორის; ქმნის მესამე პარკუჭის წინა კედელს.
lamina vasculosa სისხლძარღვოვანი ფირფიტა; საკუთრივ სისხლძარღვოვანი გარსის ფენა, რომელიც მოთავსებულია სუპრაქოროიდულ და ქოროიდოკაპილარულ ფირფიტებს შორის.
laminae albae თეთრი ფირფიტები; ნათხემის ტვინოვანი სხეულის (ნათხემის თეთრი ნივთიერება) განშტოებები, რომლებიც შეაღწევენ ნათხემის ფოთლებში.
laminae medullares thalami მხედველობის ბორცვის ტვინოვანი ფირფიტები; თეთრი ნივთიერება მხედველობის ბორცვის ბირთვებს შორის.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9