Gk. lemniscos ლენტი, ბაბთი ყულფი, მარყუჟი
- lemniscus lateralis ლატერალური მარყუჟი; ნერვული ბოჭკოები მერვე ნერვის ლოკოკინასეული ნაწილის ბირთვებსა და სმენის ქერქქვეშა ბირთვებს შორის.
- lemniscus medialis მედიალური მარყუჟი; იქმნება მოგრძო ტვინში, სოლისებრი და ნაზი ბირთვიდან გამოსული გადაჯვარედინებული ბოჭკოებით; ატარებს პროპრიოცეპტულ იმპულსებს. მედიალური მარყუჟი გაივლის ხიდის დორსალურ ნაწილს, შუა ტვინის ჭერს და მთავრდება მხედველობის ბორცვში. (Reili).
- lemniscus spinalis ზურგის ტვინის მარყუჟი; ტკივილის, თერმული და ტაქტილური იმპულსების გამტარი აღმავალი ბოჭკოები, რომლებიც ზურგის ტვინიდან მიემართებიან მხედველობის ბორცვში.
- lemniscus trigeminalis სამწვერა ნერვის მარყუჟი; იქმნება სამწვერა ნერვის სენსორული ბირთვებიდან გამოსული აღმავალი ბოჭკოებით (მეორე ნეირონების აქსონებით), რომელთაც მოგრძო ტვინში უკავიათ მედიალური მარყუჟის ვენტრომედიალური ნაწილი, ხიდში და შუა ტვინში კი გადაინაცვლებენ მედიალური მარყუჟის ლატერალურად და ეკვრიან ზურგის ტვინის მარყუჟს, მთავრდება მხედველობის ბორცვის ვენტრალურ ბირთვში.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.