კიდე, არშია, კილო
- limbi palpebrales anteriores et posteriores ქუთუთოების წინა და უკანა კილოები; ქუთუთოების თავისუფალი ნაპირის წინა და უკანა კიდეები.
- limbus corneae რქოვანას კილო; რქოვანას ნახევრად გამჭვირვალე რგოლისებრი კიდე, რომელიც ემიჯნება სკლერას.
- limbus fossae ovalis ოვალური ფოსოს კიდე; კუნთოვანი მორგვისებრი კიდე ოვალური ფოსოს გარშემო წინაგულთაშუა ძგიდის მარჯვენა ზედაპირზე. (Vieussensi).
- limbus laminae spiralis osseae ძვლოვანი სპირალური ფირფიტის კიდე; სპირალური ფირფიტის თავისუფალი ნაპირი, რომელიც შიგნითა სპირალური ღარით გაყოფილია კიდის კარიბჭისეულ და დაფისეულ ბაგეებად
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.