ზღურბლი, საზღვარი
- limen insulae კუნძულის ზღურბლი; საბოლოო ტვინის რუდიმენტული ნაწილი, რომელიც განეკუთვნება ყნოსვის ტვინს, მდებარეობს კუნძულის მწვერვალსა და წინა დახვრეტილ ნივთიერებას შორის.
- limen nasi ცხვირის ზღურბლი; რკალისებრი ნაოჭი ცხვირის კარიბჭესა და საკუთრივ ცხვირის ღრუს შორის.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.