პატარა ენა, ნაქი
- lingula cerebelli ნათხემის ენა; ნათხემის ჭიის ყველაზე წინა წილაკი, რომლითაც დაფარულია ზემო ტვინოვანი ფარდის უკანა და შუა ნაწილი.
- lingula mandibulae ქვედაყბის ნაქი; ქვედაყბის სამკუთხა მორჩი, რომლითაც მოსაზღვრულია შიგნიდან ქვედაყბის ხვრელი; სოლისებრ-ქვედაყბის იოგის მიმაგრების ადგილი.
- lingula pulmonis sinistri მარცხენა ფილტვის ენა; მარცხენა ფილტვის ზემო წილის წინა კიდის გამოშვერილი ნაწილი, რომლითაც მოსაზღვრულია ქვემოდან მარცხენა ფილტვის გულისეული ნაჭდევი.
- lingula sphenoidalis სოლისებრი ძვლის ნაქი; მოკლე, უკან მიქცეული ძვლოვანი წვეტი, რომელიც მოთავსებულია საძილე ღარის ლატერალურად და უკან.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.