A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V X Z

LA LE LI LO LU LY
LOB LOC LON

lobus, - i

m.
L.
წილი
 
lobi glandulae rammariae სარძევე ჯირკვლის წილები; სარძევე ჯირკვლის ჯირკვლოვანი სხეული შედგება 15-20 განცალკევებული, რადიალურად განლაგებული, კონუსისებრი წილებისაგან, რომელთა წვეროები მიმართულია ძუძუს დვრილისაკენ. ყოველი წილი აღჭურვილია რძის სადინარით, რომელიც იხსნება ძუძუს დვრილზე.
lobi renales თირკმლის წილები; თირკმლის ყოველი წილი შეესაბამება თირკმლის ერთ პირამიდას ირგვლივ მდებარე ქერქოვან ნივთიერებასთან ერთად. თირკმლის წილოვანი შენება გამოხატულია ნაყოფისა და ადრეული ასაკის ბავშვის ორგანიზმში.
lobus anterior (adenohypophysis) წინა წილი (ადენოჰიპოფიზი); ტვინის დანამატის წინა წილი.
lobus caudatus კუდიანი წილი; ღვიძლის კუდიანი წილი მდებარეობს ღვიძლის ვისცერულ ზედაპირზე, ღვიძლის კარის უკან.
lobus frontalis შუბლის წილი; დიდი ტვინის ჰემისფეროს შუბლის წილი.
lobus hepatis dexter ღვიძლის მარჯვენა წილი; შედგება წინა და უკანა სეგმენტებისაგან.
lobus hepatis sinister ღვიძლის მარცხენა წილი; შედგება მედიალური და ლატერალური სეგმენტებისა და კვადრატული ნაწილისაგან.
lobus inferior ქვემო წილი; ფილტვის ქვემო წილი
lobus medius (pulm. dext). (მარჯვენა ფილტვის) შუა წილი
lobus medius შუა წილი; წინამდებარეს შუა წილის ქვეშ გულისხმობენ წინამდებარეს გადიდებულ ყელს.
lobus occipitalis კეფის წილი; დიდი ტვინის ჰემისფეროს კეფის წილი.
lobus parietalis თხემის წილი; დიდი ტვინის ჰემისფეროს თხემის წილი.
lobus posterior (neurohypophysis) უკანა წილი (ნეიროჰიპოფიზი); ტვინის დანამატის უკანა წილი.
lobus pyramidalis პირამიდული წილი; ფარისებრი ჯირკვლის არამუდმივი წილი, რომელიც გამოეყოფა ჯირკვლის ყელს და თავისი ზედა ბოლოთი ზოგჯერ აღწევს ინის ძვლის სხეულს.
lobus quadratus კვადრატული წილი; ღვიძლის კვადრატული წილი მოთავსებულია ღვიძლის კარის წინ
lobus superior ზემო წილი; ფილტვის ზემო წილი
lobus temporalis საფეთქლის წილი; დიდი ტვინის ჰემისფეროს საფეთქლის წილი
lobaris, - e წილოვანი
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9