L. ad - კენ, pendere კიდება აპენდიქსი, დანამატი, დანართი.
- appendices epiploicae ბადექონის დანამატები; კოლინჯის სეროზული გარსის ცხიმის შემცველი დუპლიკატურები.
appendices vesiculosae ბუშტუკისებრი დანამატები; წარმოადგენენ მეზონეფროსის სადინარის ნაშთს; ერთი ან რამდენიმე ცერცვისოდენა ბუშტუკი ავსებული სითხით, ჩამოკიდებული ზოგჯერ ძალიან გრძელ ფეხზე, რომელიც ძევს საკვერცხის დანამატის ლატერალურად და უმაგრდება საშვილოსნოს ლულის ჯორჯალს ან ერთ-ერთ ფოჩს (BNA – appendices vesiculosae tubae uterinae Morgagnii).
appendix epididymidis სათესლის დანამატის დანართი; არამუდმივი წარმონაქმნი. სათესლის დანამატის თავის მსხლისებრი, ემბრიონული ბუშტუკი, რომელიც მეზონეფროსის ნაშთს წარმოადგენს.
appendix testis სათესლის დანართი; ემბრიონული ხასიათის დანართი, მოთავსებული სათესლის ზემო პოლუსზე. სათესლის დანართი პარამეზონეფროსის სადინარის ზედა ბოლოს ნაშთია. (Morgagnii).
appendix vermiformis ჭიანაწლავი (BNA – processus vermiformis)
appendicularis, e დანამატისა.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.