ხალი; ბადურას ყველაზე მგრძნობიარე ადგილი, განლაგებული მხედველობის ნერვის დისკოს ლატერალურად (BNA – macula lutea).
- maculae cribrosae დაცხრილული ხალები; უმცირესი ხვრელების დაჯგუფებები შიგნითა ყურის კარიბჭის მედიალურ კედელზე, რომლებშიც გადიან ნერვები აპკისებრი ლაბირინთიდან. არჩევენ ზემო, შუა და ქვემო დაცხრილულ ხალს.
- macula sacculi პარკუჭის ხალი; სპეციალური სენსორული არე პარკუჭის წინა კედელზე, რომელიც აგებულია საყრდენი და სპეციალური ბეწვებიანი უჯრედებისაგან, ნეიროეპითელიუმისაგან (სტატო-კინეტიკური ანალიზატორის რეცეპტორი).
- macula utriculi ტიკის ხალი; სპეციალური სენსორული არე ტიკის ქვემო ლატერალურ კედელზე, რომლის აგებულება და ფუნქცია იგივეა რაც პარკუჭის ხალისა.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.