A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V X Z

MA ME MI MO MU MY
MEA MED MEM MEN MES MET

mediastinum, -i

L. quod per medium stat რაც შუაში დგას, იმყოფება
საშ. სქ.
შუასაყარი; სივრცე მარჯვენა და მარცხენა პლევრალურ ღრუებს შორის, რომელიც ამოვსებულია ორგანოებით (BNA – septum mediastinale).
 
mediastinum anterius წინა შუასაყარი; შუასაყარის ნაწილი მკერდის ძვალსა და პერიკარდიუმს შორის, რომელიც მდებარეობს ფაშარი შემაერთებელი ქსოვილი, ლიმფური კვანძები და გულმკერდის შიგნითა არტერიის წვრილი ტოტები.
mediastinum medium შუა შუასაყარი; შუასაყარის ნაწილი, რომელშიც მდებარეობს გული პერიკარდიუმით, ასწვრივი აორტა, ზემო ღრუ ვენის ქვედა ნაწილი, კენტი ვენის საბოლოო ნაწილი, სასულეს გაორკაპება, მთავარი ბრონქები, ფილტვის ღერო, მარჯვენა და მარცხენა ფილტვის არტერიები და ვენები, შუასაძგიდის ნერვები და ბრონქ-სასულეს ლიმფური კვანძები.
mediastinum posterius უკანა შუასაყარი; შუასაყარის ნაწილი, რომელიც წინიდან მოსაზღვრულია სასულეს გაორკაპებით, ფილტვების ფესვებით და პერიკარდიუმით, უკანიდან კი გულმკერდის მალებით, მასში მდებარეობს გულმკერდის აორტა, კენტი და ნახევრად კენტი ვენები, ცთომილი და შიგნეულობის ნერვები, საყლაპავი მილი, გულმკერდის სადინარი და ლიმფური კვანძები.
mediastinum superius ზემო შუასაყარი; შუასაყარის ნაწილი პერიკარდიუმის ზემოთ, მკერდის ტარსა და გულმკერდის ზედა მალებს შორის. ქვემოდან იგი მოსაზღვრულია პირობითი სიბრტყით, რომელიც გაივლის წინიდან უკან მკერდის კუთხესა და გულმკერდის მეოთხე მალის სხეულის ქვედა ნაწილს შორის; მასში მდებარეობს მკერდ-ინის და მკერდ-ფარისებრი კუნთების დასაწყისი მონაკვეთები, აორტის რკალი, მხარ-თავის ღერო, მარცხენა საერთო საძილე და ლავიწქვეშა არტერიები, მხარ-თავის ვენები და ზემო ღრუ ვენის ზედა ნაწილი, ნეკნთაშუა მარცხენა ზემო ვენა, ცთომილი, შუასაძგიდისა და გულის ნერვები, ხორხის მარცხენა შებრუნებული ნერვი; სასულე, საყლაპავი მილი, გულმკერდის სადინარი, ლიმფური კვანძები და მკერდუკანა ჯირკვალი.
mediastinum testis სათესლის შუასაყარი; სათესლის თეთრი გარსის გასქელება სათესლის უკანა კიდის ზედა ნაწილში. (Corpus Highmori).
mediastinalis,- e შუასაყრისა
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9