A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V X Z

MA ME MI MO MU MY
MEA MED MEM MEN MES MET

membrana, - ae

f.
L.
მემბრანა, გარსი, აპკი
 
membrana atlantooccipitalis anterior ატლას-კეფის წინა აპკი; ფართო, მაგარი აპკი, რომელიც გადაჭიმულია კეფის დიდი ხვრელის წინა ნაპირსა და ატლასის წინა რკალს შორის.
membrana atlantooccipitalis posterior ატლას-კეფის უკანა აპკი; ფართო, თხელი აპკი, რომელიც გადაჭიმულია კეფის დიდი ხვრელის უკანა ნაპირსა და ატლასის უკანა რკალს შორის.
membrana basalis ductus semicircularis ნახევარრკალოვანი სადინარის ბაზალური აპკი; ნახევარრკალოვანი სადინარის კედლის შუა ფენა მის საკუთარ ფირფიტასა და ეპითელურ საფარველს შორის.
membranae deciduae მოსავარდნი გარსები; ეწოდება ორსული საშვილოსნოს ენდომეტრიუმს, რომელიც სცილდება საშვილოსნოს მშობიარობის დროს.
membrana fibroelastica laryngis ხორხის ფიბროელასტიკური აპკი; მოთავსებულია ხორხის ლორწოვანი გარსის ქვეშ. უკან უმაგრდება ციცხვისებრ ხრტილს, წინ – ფარისებრი ხრტილს და ხორხსარქველს, ქვემოთ კი – ბეჭდისებრ ხრტილს. შედგება ოთხკუთხა აპკისა – membrana quadrangularis და ელასტიკური კონუსისაგან – conus elasticus (BNA – membrana elastica laryngis).
membrana fibrosa ფიბროზული აპკი; სასახსრე ჩანთის გარეთა გარსი (BNA – stratum fibrosum).
membrana intercostalis externa ნეკნთაშუა გარეთა აპკი; ამ აპკით შევსებულია ნეკნთაშუა სივრცის ნაწილი ნეკნების ხრტილებს შორის (BNA – ligg. intercostalia externa).
membrana intercostalis interna ნეკნთაშუა შიგნითა აპკი; ამ აპკით შევსებულია ნეკნთაშუა სივრცეები ხერხემლიდან ნეკნების კუთხემდე (BNA – ligamenta intercostalia interna).
membrana interossea antebrachii წინამხრის ძვალთაშუა აპკი; ფიბროზული, ელვარე ფირფიტა, რომელიც გადაჭიმულია სხივისა და იდაყვის ძვალთაშუა კიდეებს შორის.
membrana interossea cruris კანჭის ძვალთაშუა აპკი; ფიბროზული აპკი, რომლის ბოჭკოები მიემართება ქვემოთ და ლატერალურად; გადაჭიმულია დიდი და მცირე წვივის ძვალთაშუა კიდეებს შორის და თითქმის მთლიანად ავსებს კანჭის ძვალთაშუა სივრცეს.
membrana obturatoria დამხურავი აპკი; უმაგრდება დახურული ხვრელის ნაპირებს და მთლიანად ავსებს ამ ხვრელს, გარდა დამხურავი ღარისა, სადაც იქმნება დამხურავი არხი.
membrana propria ductus semicircularis ნახევარრკალოვანი სადინარის საკუთარი ფირფიტა; ნახევარრკალოვანი სადინარის კედლის გარეთა შემაერთებელქსოვილოვანი გარსი.
membrana pupillaris გუგის აპკი; სისხლძარღვოვანი აპკი, რომლითაც დახურულია ნაყოფის გუგა. ჩანასახოვანი ცხოვრების ექვსი თვის შემდეგ განიცდის უკუგანვითარებას. (Membrana Wachendorfi).
membrana quadrangularis ოთხკუთხა აპკი; ხორხის ფიბროელასტიკური აპკის ზედა ნაწილი, რომლის ქვემო ნაპირი ქმნის კარიბჭის იოგს.
membrana reticularis ბადისებრი აპკი; მეტად თხელი, ნაზი აპკი, რომლითაც დაფარულია სპირალური ორგანოს ბეწვებიანი უჯრედების თავისუფალი ზედაპირი. ბეწვებიანი უჯრედების ბეწვები გამოშვერილია ბადისებრი აპკიდან.
membrana spiralis სპირალური აპკი ანუ ლოკოკინას სადინარის დაფისეული კედელი; გადაჭიმულია ძვლოვანი სპირალური ფირფიტის კიდის დაფისეულ ბაგესა და ლოკოკინას არხის გარეთა კედელს შორის, სადაც ფიქსირებულია სპირალური იოგით. სპირალური აპკზე განლაგებულია სპირალური ორგანო.
membrana stapedis უზანგის აპკი; გადაჭიმულია უზანგის ფეხებსა და ფუძეს შორის.
membrana statoconiorum სტატოკონიების აპკი; შედგება ლაბასებრი ქსოვილისაგან, რომელშიც ჩართულია სტატოკონიები; მოთავსებულია ტიკისა და პარკუჭის ხალების ბეწვებიანი უჯრედების – ნეიროეპითელიუმის თავისუფალ ზედაპირზე და პენეტრირებულია ბეწვებიანი უჯრედების ბეწვებით.
membrana sterni მკერდის აპკი; იქმნება მკერდ-ნეკნის მარჯვენა და მარცხენა სხივისებრი იოგებით მკერდის ძვლის წინა ზედაპირზე.
membrana suprapleuralis პლევრასზედა აპკი; სუპრაპლევრული აპკი; გულმკერდის შიგნითა ფასციის ზედა ნაწილი, რომელიც წინ უმაგრდება პირველი ნეკნის შიგნითა კიდეს, უკან კი კისრის მეშვიდე მალის განივ მორჩს; ამაგრებს პლევრის გუმბათს. (Sibson).
membrana synovialis სინოვიური აპკი; სასახსრე ჩანთის შიგნითა გარსი, რომელიც შიგნიდან ამოფენილია ენდოთელიუმით, ქმნის სინოვიურ ხაოებსა და ნაოჭებს, გამოყოფს სინოვიურ სითხეს. (BNA – stratum synoviale).
membrana tectoria მფარავი აპკი; 1. ატლას-აქსისის სახსრის მფარავი აპკი; უკანიდან ფარავს ატლას-აქსისის სახსრების იოგოვან აპარატს, იწყება თავქვედან და უმაგრდება კისრის მესამე მალის სხეულს, ქვემოთ გრძელდება უკანა გასწვრივ იოგში. 2. ლოკოკინას სადინარის მფარავი აპკი; მისი ფიქსირებული კიდე უმაგრდება ძვლოვანი სპირალური ფირფიტის კარიბჭისეულ ბაგეს. წარმოადგენს ლაბასებრი კონსისტენციის ლენტისებრ ფირფიტას, რომელიც ვრცელდება სპირალური ორგანოს მთელ სიგრძეზე და ეკვრის მისი ბეწვებიანი უჯრედების წვეროებს. (Cortii.)
membrana thyrohyoidea ფარ-ინის აპკი; ფართო, ფიბროზულ-ელასტიკური აპკი ფარისებრი ხრტილის ზემო ნაპირსა და ინის ძვალს შორის, რომლის წინა გასქელებული ნაწილი ქმნის ფარ-ინის შუა იოგს, ხოლო უკანა გასქელებული ნაპირები – ფარ-ინის იოგებს. (BNA – membrana hyothyreoidea).
membrana tympani დაფის აპკი; მოთავსებულია გარეთა და შუა ყურის საზღვარზე, დგას ირიბად და დახრილია წინ და ქვემოთ. მისი უმეტესი, დაჭიმული ნაწილი ფიქსირებულია ფიბროზულ-ხრტილოვანი რგოლით დაფის ღარში, მოდუნებული ნაწილი კი, რომელიც შეესაბამება დაფის ნაჭდევს, უმაგრდება საფეთქლის ძვლის ქიცვს.
membrana tympani secundaria დაფის მეორეული აპკი; აპკი, რომლითაც დახურულია ლოკოკინას სარკმელი (Membrana Scarpae).
membrana vestibularis კარიბჭის აპკი ანუ ლოკოკინას სადინარის კარიბჭისეული კედელი; გადაჭიმულია ძვლოვან სპირალურ ფირფიტასა და ლოკოკინას გარეთა კედელს შორის. წარმოადგენს ლოკოკინას სადინარის ყველაზე თხელ კედელს, რომლითაც გამიჯნულია კარიბჭის კიბე და ლოკოკინას სადინარი (BNA – membrana vestibularis Reissneri).
membrana vitrea მინისებრი აპკი; გარს ეკვრის მინისებრ სხეულს, წარმოადგენს თხელ, უსტრუქტურო, სრულიად გამჭვირვალე გარსს, რომელიც თავისი გარეთა ზედაპირით ეკვრის ბადურას, ხოლო შიგნითა ზედაპირით ძალიან მჭიდროდ არის შეერთებული მინისებრი სხეულის მასასთან (BNA – membrana hyaloidea).
See also: paries
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9