Gk. mesos შუა, enkephalon თავის ტვინი საშ. სქ. შუა ტვინი; ტვინის ნაწილი, რომელიც მოიცავს შუა ტვინის სახურავს – tectum mesencephali და დიდი ტვინის ფეხს. განივ განაკვეთზე დიდი ტვინის ფეხი – pedunculus cerebri შავი ნივთიერებით იყოფა დორსალურ და ვენტრალურ ნაწილებად. დორსალურ ნაწილს ჭერი – tegmentum ეწოდება, ვენტრალურს კი დიდი ტვინის კანჭი – crus cerebri.
- mesencephalicus, -a, - um მეზენცეფალური, შუა ტვინისა
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.