A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V X Z

MA ME MI MO MU MY
MEA MED MEM MEN MES MET

mesenterium, - ii

L. mesos შუა, enteron ნაწლავი
საშ. სქ.
ჯორჯალი; პერიტონეუმის დუპლიკატურა, რომლითაც ნაწლავი უმაგრდება მუცლის უკანა კედელს. ჩვეულებრივ ამ ტერმინით აღინიშნება წვრილი ნაწლავის ჯორჯალი. სხვა ორგანოების ჯორჯალს კი სპეციალური დასახელებანი აქვთ. ჯორჯლის ორ ფურცელს შორის გაივლის სისხლისა და ლიმფური ძარღვები და ნერვები.
 
mesenterium dorsalis communis საერთო დორსალური ჯორჯიალი; წარმოადგენს ჩანასახის დორსალური ჯორჯლის ნაწილს, რომლითაც მუცლის უკანა კედელზე მიმაგრებულია წვრილი და მსხვილი ნაწლავი. საერთო დორსალური ჯორჯლიდან ვითარდება წვრილი ნაწლავის, ჭიანაწლავისა, განივი და სიგმოიდური კოლინჯის ჯორჯალი. მსხვილი ნაწლავის დანარჩენ ნაწილებში იგი ქრება. საერთო დორსალური ჯორჯალი ანომალიის სახით შეიძლება შემორჩეს დაბადების შემდეგაც და მაშინ ნაწლავის ყველა განყოფილება ინარჩუნებს ჯორჯალს და ისინი მოთავსებული არიან ინტრაპერიტონეულად (BNA – mesenterium communae).
mesenterialis, - e ჯორჯლისა
mesentericus, - a, - um ჯორჯლისა
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9