ჭიანაწლავის ჯორჯალი; პერიტონეუმის დუპლიკატურა, სამკუთხა ფორმის ჯორჯალი, რომელიც ერთი მხრივ უმაგრდება ჭიანაწლავს მთელ სიგრძეზე, მეორე მხრივ კი – წვრილი ნაწლავის ჯორჯლის ქვედა ბოლოს. მის ორ ფურცელს შორის მოთავსებულია სისხლისა და ლიმფური ძარღვები, ნერვები და ლიმფური კვანძები
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.