მეზონეფროსი; პირველადი თირკმელი; ძუძუმწოვართა ემბრიონის პროვიზორული ორგანო, რომელიც შედგება მეზონეფროსის სადინარის ზედა ნაწილის მედიალურად მდებარე განივი მილაკებისაგან. განივი მილაკების ერთი ბოლო მთავრდება ყრუდ, მეორე ბოლო კი იხსნება მეზონეფროსის სადინარში. მამაკაცში მეზონეფროსის ნაშთს წარმოადგენს: სათესლის გამომტანი მილაკები, ცთომილი მილაკები და რუდიმენტული ორგანო პარადიდიმისი, ქალში კი – ეპოოფორონისა და პაროოფორონის რუდიმენტული მილაკები. მეზონეფროსს მეორეულ თირკმელსაც უწოდებენ (BNA – corpus Wolffi).
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.