A B C D V
AB AC AD AF AG AI AL AM AN AO AP AQ AR AS AT AU AX AZ
ARA ARB ARC ARE ARR ART ARY

arcus, - u s

m.
L.
რკალი

arcus alveolaris კბილბუდეთა რკალი, ალვეოლური რკალი; კბილბუდეთა მორჩების თავისუფალი ნაპირი (BNA – limbus alveolaris).
arcus aortae აორტის რკალი; აორტის ნაწილი ასწვრივ და დასწვრივ აორტას შორის.
arcus cartilago cricoideae ბეჭდისებრი ხრტილის რკალი; ბეჭდისებრი ხრტილის წინა ნაწილი.
arcus costalis ნეკნთა რკალი; იქმნება VII-X ნეკნების ხრტილების შეერთებით.
arcus dentalis superior et inferior ზემო და ქვემო კბილების რკალი; იქმნება ზემო და ქვემო კბილების გვირგვინების მწკრივით.
arcus iliopectineus თეძო-ქედის რკალი; საზარდულის იოგსა და ბოქვენის ქედს შორის გაჭიმული თეძოს ფასციის ნაწილი, რომლითაც გამიჯნულია კუნთოვანი და სისხლძარღვოვანი შუალედები.
arcus palatoglossus სასა-ენის რკალი; თანამოსახელე კუნთით გამოწვეული ლორწოვანი გარსის ნაოჭი სასის ფარდასა და ენის ძირს შორის (BNA – arcus glossopalatinus).
arcus palatopharyngeus სასა-ხახის რკალი; თანამოსახელე კუნთით გამოწვეული ლორწოვანი გარსის ნაოჭი სასის ფარდასა და ხახის გვერდით კედელს შორის (BNA – arcus pharyngopalatinus).
arcus palmaris profundus et superficialis ხელგულის ღრმა და ზედაპირული რკალი; ხელგულის არტერიული რკალები; ღრმა რკალი იქმნება სხივის არტერიით და იდაყვის არტერიის ღრმა ტოტით, ზედაპირული რკალი კი იდაყვის არტერიითა და სხივის არტერიის ზედაპირული ტოტით (BNA – arcus volaris profundus et superficialis).
arcus palpebralis inferior et superior ქვემო და ზემო ქუთუთოების რკალი; არტერიული რკალები, რომლებიც იქმნებიან ქუთუთოების ლატერალური და მედიალური არტერიების ანასტომოზებით (BNA arcus tarseus inferior et superior).
arcus pedis longitudinalis ტერფის გასწვრივი რკალი, თაღი; შედგება მედიალური და ლატერალური ნაწილებისაგან; მედიალური ნაწილი იქმნება კოჭის, ქუსლის, ნავისებრი, სამი სოლისებრი და წინა ტერფის პირველი სამი ძვლებით; ლატერალური ნაწილი კი – ქუსლის. კუბური და წინა ტერფის ორი უკანასკნელი ძვლებით. მედიალური თაღი ასრულებს რესორულ ფუნქციას, ხოლო ლატერალური – საყრდენს
arcus pedis transversalis ტერფის განივი თაღი; შიგნიდან შედრეკილი თაღი, რომელიც მიემართება სოლისებრ, კუბურ ძვლებზე და წინა ტერფის ძვალთა ფუძეებზე. ზოგ შემთხვევაში განივი თაღი კარგად არის გამოხატული წინა ტერფის ძვალთა თავების მიდამოშიც.
arcus plantaris ტერფძირის არტერიული რკალი
arcus pubis ბოქვენის რკალი; ქალის კარგად განვითარებულ მენჯში ბოქვენის ძვალთა ქვემო ტოტების შეერთების ადგილს აქვს რკალის ფორმა, მაშინ როდესაც მამაკაცის მენჯში იქმნება მახვილი კუთხე – angulus subpubicus.
arcus superciliaris წარბზედა რკალი; შუბლის ძვლის შემაღლება თვალბუდის ზედა კიდის ოდნავ ზემოთ.
arcus tendineus fasciae pelvis მენჯის ფასციის მყესოვანი რკალი; მენჯის ფასციის გასქელებული მონაკვეთი, რომელიც შეესაბამება მენჯის პარიეტული ფასციის ვისცერული ფასციაში გადასვლის ხაზს.
arcus tendineus m. levatoris ani ყითას ამწევი კუნთის მყესოვანი რკალი; მენჯის პარიეტული ფასციის გასქელებული მონაკვეთი ბოქვენის სიმფიზის ქვედა ნაწილიდან საჯდომ წვეტამე. ყითას ამწევი კუნთის დაწყების ადგილი.
arcus tendineus m. solei ქუსლის კუნთის მყესოვანი რკალი; გაჭიმულია დიდ და მცირე წვივს შორის; ქუსლის კუნთის დაწყების ადგილი.
arcus venosus dorsalis pedis ტერფის დორსალური ვენური რკალი; იქმნება ფეხის თითების დორსალური ვენების ანასტომოზებით და მდებარეობს წინა ტერფის დისტალურ ბოლოებზე.
arcus venosus juguli საუღლე ვენური რკალი; ვენური ძარღვი, მოთავსებული საუღლე ნაჭდევის ზემოთ. მიემართება განივად და აკავშირებს მარჯვენა და მარცხენა წინა საუღლე ვენებს.
arcus venosus palmaris profundus et superficialis ხელგულის ღრმა და ზედაპირული ვენური რკალი; ღრმა არტერიულ რკალს თან ახლავს ორი ღრმა ვენური რკალი. ზედაპირული ვენური რკალი მიყვება ზედაპირულ არტერიულ რკალს და ძირითადად იქმნება თითების ხელგულისმხრივი ვენებით. (BNA – arcus volaris venosus profundus et superficialis).
arcus venosus plantaris ტერფძირის ვენური რკალი; ტერფძირის არტერიული რკალის თანამგზავრია. ტერფძირის ვენური რკალიდან სისხლი ძირითადად მიედინება ტერფძირის ლაცერალურ ვენებში.
arcus vertebrae მალის რკალი; შედგება რკალის ფეხებისა და ფირფიტისაგან.
arcus zygomaticus ყვრიმალის რკალი; მთლიან ქალაზე იქმნება ყვრიმალის ძვლის საფეთქლისეული მორჩისა და საფეთქლის ძვლის ყვრიმალისეული მორჩის შეერთებით.

Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9