A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V X Z

AB AC AD AF AG AI AL AM AN AO AP AQ AR AS AT AU AX AZ
ARA ARB ARC ARE ARR ART ARY

area -a e

f.
Anat. არე, ველი
L.
მოედანი
 
area cochleae ლოკოკინას ველი; მდებარეობს შიგნითა სასმენი შესავლის ძირზე, განივი ქედის ქვემოთ, კარიბჭის ქვემო ველის წინ. ლოკოკინას ველი დაცხრილულია მცირე ხვრელებით, რომლებითაც შიგნითა ყურიდან გამოდიან სპირალური კვანძის ცენტრალური ბოჭკოები.
area cribrosa დაცხრილული არე; თირკმლის დვრილის 20-80 ხვრელით მოფენილი ზედაპირი. ამ ხვრელებით თირკმლის მილაკები იხსნებიან მცირე ფიალებში.
area intercondylaris anterior et posterior როკთაშუა წინა და უკანა არე; მომცრო ჩაღრმავებები დიდი წვივის პროქსიმალურ სასახსრე ზედაპირზე, როკთაშუა შემაღლების წინ და უკან. სახსარშიგა იოგების მიმაგრების ადგილი (BNA – fossa intercondyloidea anterior et posterior).
area n. facialis სახის ნერვის ველი; მომცრო ჩაღრმავება შიგნითა სასმენი შესავლის ძირზე, განივი ქედის ზემოთ და კარიბჭის ზემო ველის წინ. ადგილი, საიდანაც იწყება სახის ნერვის არხი.
area nuda შიშველი არე; ღვიძლის დიაფრაგმული ზედაპირის უკანა ნაწილი, რომელიც არ არის დაფარული პერიტონეუმით.
area subcallosa კორძქვეშა არე; დიდი ტვინის ჰემისფეროს უბანი, მოთავსებული კორძიანი სხეულის მუხლის ქვეშ, პარატერმინალური ხვეულის წინ. ადამიანში რუდიმენტული ყნოსვის ტვინის ნაწილი (BNA – area parolfactoria Brocae).
area vestibularis კარიბჭის ველი; რომბისებრი ფოსოს შუა ნაწილის ლატერალური უბანი, დაფარული ტვინოვანი ზოლებით. კარიბჭე-ლოკოკინას ნერვის ბირთვების ლოკალიზაციის ადგილი,
area vestibularis inferior et superior კარიბჭის ქვემო და ზემო ველი; ორი მომცრო დაცხრილული ჩაღრმავება შიგნითა სასმენი შესავლის ძირზე, რომლებიც შესაბამისად განივი ქედის ქვემოთ და ზემოთ მდებარეობენ. კარიბჭის ქვემო ველს კარიბჭის შიგნითა ზედაპირზე შეესაბამება შუა დაცხრილული ხალი, ხოლო ზემო ველს – ზემო დაცხრილული ხალი. კარიბჭის ქვემო და ზემო ველის ხვრელებით შიგნითა ყურში შედიან კარიბჭის კვანძის ქვემო და ზემო ნაწილების პერიფერიული ნერვული ბოჭკოები.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9