მთა, მაღლობი
- mons pubis ბოქვენის მაღლობი; კანის შემაღლება ბოქვენის სიმფიზის წინ და დიდი სასირცხო ბაგეების ზემოთ, რომელიც გამოწვეულია კანქვეშა ცხიმოვანი ბალიშით. ბოქვენის მაღლობი და დიდი სასირცხო ბაგეების გარეთა ზედაპირი დაფარულია თმით. მას ვენერის მაღლობსაც უწოდებენ.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.