საშ. სქ.
ნეიროეპითელიუმი; განსაკუთრებული ნერვული უჯრედები, რომლებიც აღიქვამენ და გადასცემენ ნერვულ იმპულსებს. პარიზის ანატომიური ნომენკლატურის თანახმად ეს ტერმინი იხმარება ბადურას ფოტორეცეპტორებისა და ამპულების ქედებში და ტიკისა და პარკუჭის ხალებში განლაგებული ბეწვებიანი უჯრედების მიმართ
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.