კვანძი
- noduli thymici accessorii მკერდუკანა ჯირკვლის დამატებითი კვანძები; მკერდუკანა ჯირკვლის ქსოვილის მომცრო, იზოლირებული კვანძები, რომლებიც ზოგჯერ გვხვდება ფარისებრი ჯირკვლის მახლობლად
- noduli valvularum semilunarium ნამგლისებრი აფრების კვანძები; აორტისა და ფილტვის არტერიის სარქვლების ყოველი აფრის თავისუფალი ნაპირის შუაში განლაგებულია ერთი მომცრო კვანძი. ეს კვანძები ხელს უწყობენ სარქვლის უფრო მჭიდრო დახურვას. (Arantii).
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.