A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V X Z

AB AC AD AF AG AI AL AM AN AO AP AQ AR AS AT AU AX AZ
ARA ARB ARC ARE ARR ART ARY

articulatio, - onis

f.
L.
სახსარი
 
articulatio composita რთული სახსარი; ისეთი სახსარია, რომლის შექმნაში მონაწილეობს ორ ძვალზე მეტი. მაგალითად, იდაყვის სახსარი.
articulation condylaris როკისებრი სახსარი; იქმნება მომრგვალებული სასახსრე თავით – როკით, რომელიც თავისი ფორმით უახლოვდება ელიპსს, და შესაბამისი სასახსრე ფოსოთი. როკისებრი სახსარი აღჭურვილია მუდამ ორი როკით, რომლებიც ან ერთ სასახსრე ჩანთაშია მოქცეული (მუხლის სახსარში ბარძაყის ძვლის ორი როკი), ან ცალ-ცალკე სასახსრე ჩანთებში (ატლას-აქსისის გვერდითი სახსრები). როკისებრი სახსარი ორღერძიანი სახსარია.
articulatio ellipsoidea ელიფსური სახსარი; იქმნება ელიფსის ფორმის სასახსრე ზედაპირებით, რომელთაგან ერთი გამობურცულია, მეორე კი შესაბამისად ჩაზნექილი (მაგალითად, სხივ-მაჯის სახსარი). ელიფსური სახსარი ორღერძიანი სახსარია, რომლის იოგები განლაგებულია ბრუნვის ღერძების პერპენდიკულარულად.
articulatio plana ბრტყელი სახსარი; იქმნება თითქმის ბრტყელი სასახსრე ზედაპირებით, რომლებიც განიხილება როგორც დიდი რადიუსის მქონე სფერული ზედაპირები. ამიტომ მოძრაობა მათში ხდება სამი ღერძის გარშემო, თუმცა სასახსრე ზედაპირების მცირე განსხვავების გამო მოძრაობის მოცულობა მეტად შეზღუდულია.
articulatio sellaris უნაგირა სახსარი; იქმნება უნაგირის ფორმის სასახსრე ზედაპირებით, რომელთაგან ერთი მოძრაობს მეორეს მიმართ გასწვრივი და განივი მიმართულებით (მაგალითად, ცერის მაჯა-ნების სახსარი); ორღერძიანი სახსარია.
articulatio simplex მარტივი სახსარი; ეწოდება ისეთ სახსარს, რომლის შექმნაში მონაწილეობს მხოლოდ ორი ძვალი.
articulatio spheroidea (cotylica) სფერული სახსარი; იქმნება ერთი ძვლის გამობურცული სფერული თავით და მეორე ძვლის შესაბამისად შეზნექილი ფოსოთი. რაც უფრო მეტია განსხვავება ზედაპირებს შორის, მით უფრო თავისუფალია მოძრაობა (მაგალითად, მხრის სახსარი) და პირიქით, კაკლისებრი სახსარში, რომელიც სფერული სახსრის ნაირსახეობაა (მაგალითად, მენჯ-ბარძაყის სახსარი), სასახსრე ფოსო შედარებით ღრმაა და იტევს სასახსრე თავის თითქმის ნახევარს ამიტომაც ასეთ სახსრებში მოძრაობა უფრო შეზღუდულია, ვიდრე ტიპიურ სფერულ სახსარში. სფერული სახსარი მრავალღერძიანი სახსარია, რომლის იოგები განლაგებულია სახსრის ყველა მხარეზე.
articulatio trochoidea ცილინდური სახსარი; იქმნება ერთი ძვლის ცილინდრული სასახსრე ზედაპირით და ძვლოვან-იოგოვანი რგოლით, რომელიც წარმოქმნილია მეორე ძვლის სასახსრე ფოსოთი და რგოლისებრი იოგით. ცილინდრული სახსარი მბრუნავი სახსარია, რომლის ორ სახეობას არჩევენ. ერთ შემთხვევაში ძვლოვანი ღერძი ბრუნავს რგოლის შიგნით (მაგალითად, სხივ-მაჯის პროქსიმალური სახსარი), მეორე შემთხვევაში კი – ძვლოვან-იოგოვანი რგოლი ბრუნავს ძვლოვანი ღერძის გარშემო (მაგალითად, ატლას-აქსისის შუა სახსარი). ცილინდრული სახსარი ერთღერძიანი სახსარია, რომლის იოგები განლაგებულია ბრუნვის ვერტიკალური ღერძის პერპენდიკულარულად.
articularis, -e სასახსრე, სახსრისა
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9