ორგანო
- organa genitalia feminina ქალის სასქესო ორგანოები
- organa genitalia masculina მამაკაცის სასქესო ორგანოები (BNA – organa genitalia virilia).
- organa oculi accessoria თვალის დამატებითი ორგანოები
- organa uropoetica საშარდე ორგანოები
- organum gustus გემოვნების ორგანო
- organum olfactus ყნოსვის ორგანო; წარმოადგენს ყნოსვის ანალიზატორის პერიფერიულ აპარატს, მდებარეობს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ყნოსვის მიდამოში, რომელსაც უკავია ცხვირის ზემო გასავლის მიდამო და ცხვირის ძგიდის ზედა ნაწილი. ყნოსვის მიდამოში ლორწოვანი გარსი მოყვითალო-მომუქო ფერისაა და აგებულია საყრდენი და რეცეპტორული უჯრედებისაგან. ყნოსვის უჯრედებს აქვთ მოკლე პერიფერიული და გრძელი ცენტრალური მორჩი. ცენტრალური მორჩების აქსონების ერთობლიობა ქმნის ყნოსვის ნერვებს.
- organum spirale სპირალური ორგანო; სმენის ანალიზატორის რთული აგებულების რეცეპტორი, რომელიც განლაგებულია ლოკოკინას სადინარის ძირითად აპკზე. (BNA – organon spirale, Cortii).
- organum vestibulocochleare კარიბჭე-ლოკოკინას ორგანო; შედგება გარეთა, შუა და შიგნითა ყურისაგან. ანატომიაში არის ყურის ნაწილების აღმნიშვნელი ტერმინები, მაგრამ არ არის ცნება-ტერმინი – ყური. სწორად ამ ცნება-ტერმინის ნაცვლად იხმარება ტერმინი – კარიბჭე-ლოკოკინას ორგანო, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ყური შეიცავს განსხვავებული ფუნქციის, სმენისა და წონასწორობის რეცეპტორებს (BNA – organon auditus).
- organum visus მხედველობის ორგანო.
- organum vomeronasale სახნის-ცხვირის ორგანო; ყნოსვის რუდიმენტული ორგანო ცხვირის ძგიდის ქვედა ნაწილში, იგი კარგად არის განვითარებული ზოგიერთ ცხოველებში. (Jacobsoni).
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.