L. os, oris პირი საშ. სქ. ხვრელი, შესავალი, პირი
- ostia venarum pulmonalium ფილტვის ვენების ხვრელები
- ostium abdominale tubae uterinae საშვილოსნოს ლულის მუცლისკენა ხვრელი; იხსნება პერიტონეუმის ღრუში. ამ ხვრელით პერიტონეუმის ღრუ საშვილოსნოს ლულის, საშვილოსნოს და საშოს გზით დაკავშირებულია გარემოსთან.
- ostium aortae აორტის ხვრელი; ხვრელი, რომლითაც სისხლი მარცხენა პარკუჭიდან მიედინება ასწვრივ აორტაში.
- ostium appendicis vermiformis ჭიანაწლავის ხვრელი; იხსნება ბრმა ნაწლავის ღრუში.
- ostium atrioventriculare dextrum მარჯვენა წინაგულ-პარკუჭის ხვრელი; მოსაზღვრულია მარჯვენა ფიბროზული რგოლით. ატარებს სისხლს მარჯვენა წინაგულიდან შესაბამის პარკუჭში.
- ostium atrioventriculare sinistrum მარცხენა წინაგულ-პარკუჭის ხვრელი; მოსაზღვრულია მარცხენა ფიბროზული რგოლით. ატარებს სისხლს მარცხენა წინაგულიდან შესაბამის პარკუჭში.
- ostium cardiacum კარდიის ხვრელი; საყლაპავი მილისა და კუჭის შემაერთებელი ხვრელი, რომელიც მოკლებულია ანატომიურ სფინქტერს.
- ostium ileocecale თეძო-ბრმა ნაწლავის ხვრელი; თეძოსა და ბრმა ნაწლავის შემაერთებელი ხვრელი, რომელიც აღჭურვილია თანამოსახელე სარქვლით.
- ostium pharyngeum tubae auditivae სასმენი ლულის ხახისკენა ხვრელი; იხსნება ცხვირ-ხახის ლატერალურ კედელზე.
- ostium pyloricum პილორუსის ხვრელი; კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის შემაერთებელი ხვრელი.
- ostium trunci pulmonalis ფილტვის ღეროს ხვრელი; ხვრელი, რომლითაც სისხლი მარჯვენა პარკუჭიდან მიედინება ფილტვის ღეროში.
- ostium tympanicum tubae auditivae სასმენი ლულის დაფისკენა ხვრელი; იხსნება დაფის ღრუში.
- ostium ureteris შარდსაწვეთის ხვრელი; იხსნება შარდის ბუშტის ღრუში, შარდის ბუშტის სამკუთხედის ფუძის გვერდით კუთხეში (BNA – orificium ureteris).
- ostium urethrae externum შარდსადენის გარეთა ხვრელი; მამაკაცის შარდსადენის გარეთა ხვრელი იხსნება ასოს თავზე, ქალისა კი – საშოს კარიბჭეში, საშოს ხვრელის წინ (BNA – orificium urethrae externum).
- ostium urethrae internum შარდსადენის შიგნითა ხვრელი; ნამგლისებრი მოყვანილობის ხვრელი, რომელიც იხსნება შარდის ბუშტის სამკუთხედის წვეროსთან (BNA – orificiurm urethrae internum).
- ostium uteri საშვილოსნოს ხვრელი; საშვილოსნოს ყელის არხისა და საშოს შემაერთებელი ხვრელი; მოსაზღვრულია წინა და უკანა ბაგეებით. მშობიარობამდე საშვილოსნოს ხვრელი მრგვალი ფორმისაა, მშობიარობის შემდეგ კი იგი ღებულობს განივი ნაპრალის ფორმას. ბაზელის ანატომიური ნომენკლატურის თანახმად აღინიშნება საშვილოსნოს შიგნითა და გარეთა ხვრელი. პარიზის ანატომიურ ნომენკლატურაში საშვილოსნოს შიგნითა ხვრელი შეცვლილია ცნება-ტერმინით – საშვილოსნოს ზეყელი, isthmus uteri. რის გამოც მომდევნო ტერმინში, სრულიად მართებულად, მოიხსნა სიტყვა – გარეთა. (BNA – orificium externum uteri).
- ostium uterinum tubae ლულის საშვილოსნოსკენა ხვრელი; იხსნება საშვილოსნოს ღრუში.
- ostium vaginae საშოს ხვრელი; იხსნება საშოს კარიბჭეში. ქალწულებში საშოს ხვრელი ნაწილობრივ დახურულია ლორწოვანი გარსის დუპლიკატურით – საქალწულო აპკით.
- ostium venae cavae inferioris ქვემო ღრუ ვენის ხვრელი; იხსნება მარჯვენა წინაგულში. ძევს მარჯვენა წინაგულის ზემო და უკანა კედლის საზღვარზე.
- ostium venae cavae superioris ზემო ღრუ ვენის ხვრელი; იხსნება მარჯვენა წინაგულში, ძევს მარჯვენა წინაგულის ზემო და წინა კედლის საზღვარზე.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.