პალიუმი, ღართი; დიდი ტვინის ქერქი – ჰემისფეროს ყველაზე დიდი და ახალგაზრდა ნაწილი (ნეენცეფალონი), რომლითაც ღართივით გადაფარებულია დასასრული ტვინის დანარჩენი ნაწილები. უმაღლეს განვითარებას აღწევს ადამიანში.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.