A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V X Z

PA PE PH PI PL PN PO PR PS PT PU PY
PAL PAM PAN PAP PAR PAT

papilla, - ae

f.
L.
დვრილი
 
papilla dentis კბილის დვრილი; ეწოდება ემალის ორგანოში მოთავსებულ მეზენქიმის უჯრედების გროვას, რომელიც კბილის პულპისა და დენტინის ნერგს წარმოადგენს.
papilla duodeni major et minor თორმეტგოჯა ნაწლავის დიდი და მცირე დვრილი; დიდი დვრილი მდებარეობს თორმეტგოჯა ნაწლავის გასწვრივი ნაოჭის ქვედა ბოლოში და მასზე იხსნება ღვიძლ-პანკრეასის ამპულა. (BNA – papilla duodeni, Santorini). მცირე დვრილი მოთავსებულია დიდი დვრილის ოდნავ ზემოთ და მასზე იხსნება პანკრეასის დამატებითი სადინარი
papilla incisiva საჭრელი დვრილი; სასის ლორწოვანი გარსის მცირე შემაღლება სასის ნაკერის წინა ბოლოში, რომელიც შეესაბამება საჭრელ ხვრელს.
papilla lacrimalis საცრემლე დვრილი; კონუსისებრი შემაღლება ქუთუთოს თავისუფალი ნაპირის მედიალურ ბოლოზე, სადაც საცრემლე წერტილით იწყება ცრემლის მილაკი.
papilla mammae ძუძუს დვრილი
papilla parotidea ყბა-ყურის ჯირკვლის დვრილი; ლოყის ლორწოვანი გარსის შემაღლება ზემო მეორე დიდი ძირითადი კბილის პირდაპირ, სადაც იხსნება ყბა-ყურის ჯირკვლის სადინარი.
papilla pili თმის დვრილი; თმის ბოლქვის ცენტრალური ნაწილი, რომელიც წარმოდგენილია უხვი სისხლძარღვოვანი შემაერთებელი ქსოვილით.
papillae conicae კონუსისებრი დვრილები; ენის ზურგის ლორწოვანი გარსის კონუსისებრი შემაღლებანი ენის წინა ორ მესამედში.
papillae filiformes ძაფისებრი დვრილები; ენის ზურგის ლორწოვანი გარსის ძაფისებრი შემაღლებანი ენის წინა ორ მესამედში, რომლებიც განსაკუთრებით გამოხატულია ენის ზურგის შუა ნაწილსა და შემოზღუდული დვრილების მახლობლად. ძაფისებრი დვრილები ენის ზურგს აძლევენ ხავერდისმაგვარ სახეს.
papillae foliatae ფოთლისებრი დვრილები; ენის ლორწოვანი გარსის ფოთლისებრი ნაოჭები ენის გვერდებზე. ადამიანში რუდიმენტულია.
papillae vallatze შემოზღუდული დვრილები; 7-12 დვრილი ენის სხეულსა და ძირს შორის; განლაგებული არიან სასაზღვრო ხაზის წინ და პარალელურად. ცენტრალური შემოზღუდული დვრილი ძევს ბრმა ხვრელის წინ. ყოველი შემოზღუდული დვრილი შედგება ცილინდრული შემაღლებისაგან, რომელიც შემოზღუდულია ღარით. ღარი კი შემოფარგლულია ლორწოვანი გარსის მორგვით. შემოზღუდულ დვრილებში განლაგებულია გემოვნების კვირტები.
papillae fungiformes სოკოსებრი დვრილები; ენის ზურგის ლორწოვანი გარსის სოკოსებრი შემაღლებანი, ძირითადად ენის გვერდების მახლობლად. სოკოსებრ დვრილებში განლაგებულია გემოვნების კვირტები.
papillae renales თირკმლის დვრილები; თირკმლის პირამიდის კონუსისებრი წვერო.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9