Gk. para-, ganglion კვანძი პარაგანგლიონი საშ. სქ. paraganglia, (მრ. რიცხ. ბერძნ.) პარაგანგლიონები ანუ ქრომოფინული ორგანოები; თავისი წარმოშობით მჭიდროდ არიან დაკავშირებული სიმპათიკურ კვანძებთან და განლაგებული არიან მათ მეზობლად. თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერების მსგავსად ისინი შეიცავენ ქრომოფინულ უჯრედებს (უჯრედებს, რომლებიც ინტენსიურად იღებება ქრომის მარილებით). პარაგანგლიონებისა და თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერების ფუნქცია იდენტურია. პარაგანგლიონებს განეკუთვნებიან: საძილე გორგალი, პარააორტული სხეულაკები, გულის ზედა პარაგანგლიონები, თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერება და სხვა.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.