A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V X Z

PA PE PH PI PL PN PO PR PS PT PU PY
PAL PAM PAN PAP PAR PAT

paries, - etis

m.
L.
კედელი
 
paries caroticus საძილე კედელი; დაფის ღრუს წინა კედელი
paries externus ductus cochlearis ლოკოკინას სადინარის გარეთა კედელი; ეკვრის ლოკოკინას გარეთა კედლის ძვლისაზრდელას. შედგება სამი ფენისაგან: გარეთა – შემაერთებელქსოვილოვანი, შუა – სისხლძარღვოვანი ზოლისაგან, და შიგნითა – ეპითელური საფარველისაგან.
paries jugularis საუღლე კედელი; დაფის ღრუს ქვემო კედელი
paries labyrinthicus ლაბირინთისეული კედელი; დაფის ღრუს შიგნითა კედელი.
paries mastoideus დვრილისებრი კედელი; დაფის ღრუს უკანა კედელი.
paries membranaceus აპკისებრი კედელი; დაფის ღრუს გარეთა კედელი.
paries tegmentalis სახურავისეული კედელი; დაფის ღრუს ზემო კედელი, რომელიც წარმოდგენილია დაფის სახურავით – tegmen tympani.
paries tympanicus ductus cochlearis (membrana spiralis) ლოკოკინას სადინარის დაფისეული კედელი (სპირალური აპკი); იხ. mebrana spiralis.
paries vestibularis ductus cochlearis (membrana vestibularis) ლოკოკინას სადინარის კარიბჭისეული კედელი (კარიბჭის აპკი); იხ. mebrana spiralis.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9