A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V X Z

PA PE PH PI PL PN PO PR PS PT PU PY
PEC PED PEL PEN PER PES PET

pedunculus, - i, pediculus, - i,

m.
L. კნინ. სიტყვ.- pes ფეხი
ფეხი
 
pediculus arcus vertebrae მალის რკალის ფეხი; მალის რკალის წინა ნაწილი.
pedunculus cerebellaris inferior ნათხემის ქვემოთ ფეხი; წყვილი თოკისებრი სხეული მოგრძო ტვინის დორსოლატერალურ ზედაპირებსა და ნათხემს შორის, რომლებითაც გვერდებიდან მოსაზღვრულია მეოთხე პარკუჭის ქვედა ნაწილი. შედგება აღმავალი და დაღმავალი ბოჭკოებისაგან. (BNA – corpus restiformis).
pedunculus cerebellaris medius ნათხემის შუა ფეხი; წყვილი, შედარებით დიდი ფეხი ხიდსა და ნათხემს შორის. შედგება ქერქხიდ-ნათხემის გზის მეორე ნეირონების ბოჭკოებისაგან, რომლებიც იწყებიან ხიდის ბირთვებში და მიემართებიან ახალი ნათხემისაკენ neocerebellum. (BNA – brachium pontis).
pedunculus cerebellaris superior ნათხემის ზემო ფეხი; წყვილი ფეხი ნათხემსა და შუა ტვინს შორის; შედგება დაღმავალი და აღმავალი ბოჭკოებისაგან. (BNA – brachium conjunctivum).
pedunculus cerebri დიდი ტვინის ფეხი; წყვილი ცილინდრული მასა, რომლებიც გამოეყოფა ხიდის წინა კიდეს და მიემართება დიდი ტვინის ჰემისფეროების სისქეში. შუა ტვინი იყოფა ორ ნაწილად: დორსალურად მდებარეობს შუა ტვინის სახურავი – tectum mesencephali, ვენტრალურად კი – დიდი ტვინის ფეხი. დიდი ტვინის ფეხი რთული აგებულებისაა და შედგება როგორც ბირთვებისაგან, ისე აღმავალი და დაღმავალი ბოჭკოებისაგან
pedunculus corporis mamillaris დვრილისებრი სხეულის ფეხი; ნერვული ბოჭკოების კონა, რომელიც იწყება დვრილისებრ სხეულში და მიემართება შუა ტვინის ჭერში – ტეგმენტუმში.
pedunculus flocculi კვირტის ფეხი; თეთრი ნივთიერების ზოლები ნათხემის ჰემისფეროს კვირტსა და ჭიის კვანძს შორის, რომლებიც გადადიან ქვემო ტვინოვან ფარდაში.
pedunculus thalami inferior მხედველობის ბორცვის ქვემო ფეხი; შედგება ჰიპოთალამუსიდან მხედველობის ბორცვში მიმავალი ბოჭკოებისაგან.
peduncularis, - e ფეხისა
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9