პერიკარდიუმი, გულის პერანგი; შედგება ორი ნაწილისაგან ფიბროზული და სეროზული.
- pericardium fibrosum ფიბროზული პერიკარდიუმი; პერიკარდიუმის გარეთა ბოჭკოვანი გარსი, რომლითაც პერიკარდიუმი ფიქსირებულია შუასაძგიდზე, მსხვილი სისხლძარღვების კედლებზე და მკერდ-პერიკარდიუმის იოგებით მკერდის ძვალზე.
- pericardium serosum სეროზული პერიკარდიუმი; პერიკარდიუმის შიგნითა ნაწილი, რომელიც შედგება პარიეტული და ვისცერული ფირფიტებისაგან. პარიეტული ფირფიტა ამოფენს ფიბროზულ პერიკარდიუმს და უწყვეტად გრძელდება ვისცერულ ფირფიტაში, ანუ ეპიკარდიუმში, რომელიც მჭიდროდ არის მიზრდილი მიოკარდიუმზე. სეროზული პერიკარდიუმის პარიეტული და ვისცერულ ფირფიტებს შორის მოთავსებულია პერიკარდიუმის ღრუ.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.