საშ. სქ.
შორისი; ვიწრო გაგებით შორისის ქვეშ გულისხმობენ ქსოვილების უბანს ყითას წინა კიდესა და გარეთა სასქესო ორგანოების უკანა კიდეს შორის. უფრო ფართო გაგებით შორისის ქვეშ იგულისხმება მცირე მენჯის გამოსავალი მიდამო. მას რომბის ფორმა აქვს და შემოსაზღვრულია წინიდან ბოქვენის კუთხით, გვერდებიდან – ბოქვენის ძვალთა ქვემო ტოტებით საჯდომი ძვლების ტოტებით და გავა-კუკუხოს იოგებით, უკანიდან კი – კუდუსუნით.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.