Gk. peritonaion შემოჭიმვა საშ. სქ. პერიტონეუმი, მუცლის აპკი; სეროზული აპკი, რომლითაც დაფარულია მუცლის ღრუს კედლები და ორგანოები, ქმნის პერიტონეუმის ნაოჭებს, ჯორჯლებს, ბადექონს, იოგებს. მისი შიგნითა ზედაპირი მოფენილია მეზოთელიუმით. მამაკაცის პერიტონეუმის ღრუ დახშულია, ქალისა კი საშვილოსნოს ლულით დაკავშირებულია გარემოსთან (BNA – peritonaeum).
- peritoneum parietale პარიეტული პერიტონეუმი; კედლის ამყოლი პერიტონეუმი; პერიტონეუმის ნაწილი, რომლითაც ამოფენილია მუცლის ღრუს კედლები, უწყვეტად გრძელდება ვისცერულ პერიტონეუმში.
- peritoneum viscerale ვისცერული პერიტონეუმი; ორგანოსმფარავი პერიტონეუმი; პერიტონეუმის ნაწილი, რომლითაც დაფარულია მუცლისა და მენჯის ღრუს ორგანოები.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.