A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V X Z

PA PE PH PI PL PN PO PR PS PT PU PY
PIL PIN PIR PIS PIT PIU

pius, - a, - um

L.
ნაზი, რბილი
 
pia mater encephali თავის ტვინის რბილი გარსი; ფაშარი შემაერთებელქსოვილოვანი სისხლძარღვოვანი გარსი, რომელიც უშუალოდ ეკვრის თავის ტვინის ზედაპირს, მთლიანად ფარავს მას და შედის ტვინის ღარებისა და ნაპრალების სიღრმეში. შემაერთებელქსოვილოვანი ხარიხებით დაკავშირებულია ქსელისებრ გარსთან. ქმნის მეოთხე და მესამე პარკუჭის სისხლძარღვოვან სარქველებს და მეოთხე, მესამე და გვერდითი პარკუჭების სისხლძარღვთა წნულებს; ქვემოთ გრძელდება ზურგის ტვინის რბილ გარსში.
pia mater spinalis ზურგის ტვინის რბილი გარსი; თავის ტვინის რბილი გარსის უშუალო გაგრძელებაა; მჭიდროდ ეკვრის ზურგის ტვინის ზედაპირს და შედის მის წინა ნაპრალში. ქვემოთ გრძელდება ზურგის ტვინის ტერმინალურ ძაფზე და ფარავს მას.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9