პლევრა; სეროზული გარსი, რომელიც შედგება ვისცერული, ანუ ფილტვის პლევრისა და პარიეტული პლევრისაგან. პლევრის ეს ორი ფირფიტა უწყვეტად გადადის ერთმანეთში ფილტვის ფესვის მიდამოში და ამრიგად იქმნება დახშული სეროზული პარკი, რომლის ნაპრალისებრ სივრცეს პლევრის ღრუ ეწოდება.
- pleura costalis ნეკნების პლევრა; პარიეტული პლევრის ნაწილი, რომელიც შეზრდილია გულმკერდის კედლებთან.
- pleura diaphragmatica შუასაძგიდის პლევრა; პარიეტული პლევრის ნაწილი, რომლითაც დაფარულია დიაფრაგმის ზემო ზედაპირი.
- pleura mediastinalis შუასაყარის პლევრა; პარიეტული პლევრის ნაწილი, რომელიც მიქცეულია შუასაყარისაკენ და ქმნის მის ლატერალურ კედელს.
- pleura pulmonalis ფილტვის პლევრა; პლევრის ვისცერული ფირფიტა, რომელიც მჭიდროდ არის შეზრდილი ფილტვის ზედაპირთან.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.