ყური
- auris externa გარეთა ყური; შედგება ყურის ნიჟარისა და გარეთა სასმენი შესავლისაგან.
- auris interna შიგნითა ყური; მოთავსებულია საფეთქლის ძვლის კლდოვან ნაწილში და შედგება ძვლოვანი და აპკისებრი ლაბირინთებისაგან.
- auris media (cavum tympani) შუა ყური (დაფის ღრუ); მოთავსებულია საფეთქლის ძვლის კლდოვან ნაწილში და შედგება დაფის ღრუსაგან. სასმენი ძვლებისა და სასმენი ლულისაგან.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.