A B C D E F G H I J L M N O P Q R S T U V X Z

PA PE PH PI PL PN PO PR PS PT PU PY
PLA PLE PLI

plica, - ae

f.
L. plicare ნაოჭებად შეკრება
ნაოჭი
 
plica aryepiglottica ციცხვ-ხორხსარქვლის ნაოჭი; ლორწოვანი გარსის წყვილი ნაოჭი ციცხვისებრ ხრტილებსა და ხორხსარქველს შორის, რომლებითაც გვერდებიდან მოსაზღვრულია ხორხის შესავალი.
plica axillaris anterior et posterior იღლიის წინა და უკანა ნაოჭი; იღლიის ფოსოს წინა და უკანა კიდე.
plica cecalis vascularis ბრმა ნაწლავის სისხლძარღვოვანი ნაოჭი; პერიტონეუმის ნაოჭი თეძოს ნაწლავის ბოლო ნაწილის ზემო კიდესა, ბრმა ნაწლავსა და თეძოს ნაწლავის ჯორჯალს შორის. მის სისქეში მოთავსებულია ბრმა ნაწლავის წინა არტერია თანამგზავრი ვენით; წინიდან შემოსაზღვრავს თეძო-ბრმა ნაწლავის ზემო ჯიბეს.
plica chordae tympani დაფის სიმის ნაოჭი; ლორწოვანი გარსის ნაოჭი შუა ყურის ლატერალურ კედელზე, რომლითაც დაფარულია დაფის სიმი.
plica duodenalis inferior (plica duodenomesocolica) თორმეტგოჯა ნაწლავის ქვემო ნაოჭი (თორმეტგოჯა-კოლინჯ-ჯორჯლის ნაოჭი); პერიტონეუმის უსისხლძარღვო, სამკუთხა ნაოჭი, რომელიც მიემართება თორმეტგოჯა ნაწლავის ასწვრივი ნაწილის ქვედა ბოლოდან მარცხნივ, განივი კოლინჯის ჯორჯლისაკენ; მისი თავისუფალი კიდე მიქცეულია ზემოთ; წინიდან შემოსაზღვრავს თორმეტგოჯა ნაწლავის ქვემო ჯიბეს.
plica duodenalis superior (plica duodenojejunalis) თორმეტგოჯა ნაწლავის ზემო ნაოჭი (თორმეტგოჯა-მლივი ნაწლავის ნაოჭი); პერიტონეუმის ნაოჭი, რომელიც თორმეტგოჯა-მლივი ნაკეცის ქვედა ნაპირიდან მიემართება მარცხნივ, პარიეტული პერიტონეუმისაკენ; მისი ნამგლისებრი თავისუფალი ნაპირი მიმართულია ქვემოთ; წინიდან შემოსაზღვრავს თორმეტგოჯა ნაწლავის ზემო ჯიბეს.
plica fimbriata ფოჩისებრი ნაოჭი; ლორწოვანი გარსის წყვილი ნაოჭი ენის ქვემო ზედაპირის გვერდებზე, რომლებიც ერთმანეთს უახლოვდება ენის წვეტთან. ფოჩისებრი ნაოჭის გასწვრივ იხსნებიან ენის წინა ჯირკვლის სადინარები.
plica glossoepiglottica lateralis ენა-ხორხსარქვლის ლატერალური ნაოჭი; ლორწოვანი გარსის წყვილი ნაოჭი ენის ძირსა და ხორხსარქვლის გვერდით ნაპირებს შორის.
plica glossoepiglottica mediana ენა-ხორხსარქვლის შუა ნაოჭი; ლორწოვანი გარსის ნაოჭი, რომელიც გაჭიმულია შუა ხაზზე ენის ძირსა და ხორხსარქველს შორის.
plica ileocecalis თეძო-ბრმა ნაწლავის ნაოჭი; პერიტონეუმის ნაოჭი თეძოს ნაწლავის ბოლო ნაწილის წინა და ქვემო ზედაპირსა და ჭიანაწლავის ძირს შორის (ბრმა ნაწლავს შორის); უხვად შეიცავს სისხლძარღვებს; მისი თავისუფალი კიდე მიქცეულია ქვემოთ და მარცხნივ: წინიდან შემოსაზღვრავს თეძო-ბრმა ნაწლავის ქვემო ჯიბეს.
plica interureterica შარდსაწვეთთაშუა ნაოჭი; შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის განივი ნაოჭი შარდსაწვეთების ხვრელებს შორის, რომელიც ქმნის შარდის ბუშტის სამკუთხედის ფუძეს (BNA – plica ureterica).
plica lacrimalis საცრემლე ნაოჭი; ლორწოვანი გარსის სარქვლისებრი ნაოჭი ცხვირ-ცრემლის არხის ქვედა ბოლოში. (Hasneri).
plica longitudinalis duodeni თორმეტგოჯა ნაწლავის გასწვრივი ნაოჭი; ლორწოვანი გარსის ნაოჭი თორმეტგოჯა ნაწლავის დასწვრივი ნაწილის უკანა კედლის მედიალურ მონაკვეთში, რომლის ქვედა ბოლო მთავრდება თორმეტგოჯა ნაწლავის დიდი დვრილით.
plica nervi laryngei ხორხის ნერვის ნაოჭი; მსხლისებრი ჯიბის ლორწოვანი გარსის ნაოჭი, რომლის ქვეშ მოთავსებულია ხორხის ზემო ნერვის შიგნითა ტოტი (BNA – plica mucosa).
plica palpebronasalis ცხვირ-ქუთუთოს ნაოჭი; კანის არამუდმივი ნაოჭი თვალის მედიალურ კუთხესთან; მას ეპიკანტუსსაც უწოდებენ.
plica paraduodenalis პარადუოდენური ნაოჭი; პერიტონეუმის არამუდმივი ნაოჭი, რომელიც თორმეტგოჯა ნაწლავის ასწვრივი ნაწილიდან მიემართება მარცხნივ და მდებარეობს თორმეტგოჯა ნაწლავის ზემო ნაოჭის ლატერალურად; მის სისქეში მოთავსებულია ჯორჯლის ქვემო ვენა და კოლინჯის მარცხენა არტერიის ასწვრივი ტოტი; პარადუოდენური ნაოჭის თავისუფალი კიდე მიქცეულია მარჯვნივ; წინიდან შემოსაზღვრავს თანამოსახელე ჯიბეს.
plica rectouterina სწორნაწლავ-საშვილოსნოს ნაოჭი; პერიტონეუმის წყვილი ნაოჭი; ყოველი ნაოჭი გაჭიმულია სწორი ნაწლავის გვერდით ზედაპირსა, მენჯის უკანა კედელსა და საშვილოსნოს ყელს შორის; მის სისქეში მოთავსებულია სუსტად გამოხატული თანამოსახელე კუნთი. სწორნაწლავ-საშვილოსნოს ნაოჭებით გვერდებიდან მოსაზღვრულია სწორნაწლავ-საშვილოსნოს ჩაღრმავება (Douglasi).
plica salpingopalatina ლულა-სასის ნაოჭი; ლორწოვანი გარსის ნაოჭი ცხვირ-ხახის ლატერალურ კედელზე, სასმენი ლულის „ხახისკენა ხვრელსა და რბილ სასას შორის.
plica salpingopharyngea ლულა-ხახის ნაოჭი; ლორწოვანი გარსის ნაოჭი ცხვირ-ხახის ლატერალურ კედელზე, რომელიც სასმენი ლულის მორგვიდან ეშვება ქვემოთ; გამოწვეულია მის ქვეშ მდებარე თანამოსახელე კუნთით.
plica semilunaris conjunctivae კონიუნქტივის ნამგლისებრი ნაოჭი; კონიუნქტივის ვერტიკალური ნაოჭი საცრემლე კორძის ლატერალურად.
plica spiralis სპირალური ნაოჭი; ნაღვლის ბუშტის სადინარის ლორწოვანი გარსის სპირალური ნაოჭი (BNA – valvula spiralis Heisteri).
plica sublingualis ენისქვეშა ნაოჭი; პირის ღრუს ძირის ლორწოვანი გარსის წყვილი ნაოჭი; მოთავსებულია ენისქვეშა კორძის გვერდზე და ფარავს თანამოსახელე ჯირკვალს; მასში იხსნებიან ენისქვეშა ჯირკვლის მცირე სადინარები.
plica synovialis სინოვიური ნაოჭი; სასახსრე ჩანთის სინოვიური აპკის დუპლიკატურები.
plica synovialis infrapatellaris კვირისტავქვედა სინოვიური ნაოჭი; მუხლის სახსრის ჩანთის სინოვიური აპკის ნაოჭი კვირისტავის მწვერვალსა და როკთაშუა ფოსოს წინა ნაპირს შორის (BNA – plica synovialis patellaris).
plica umbilicalis lateralis ჭიპის ლატერალური ნაოჭი; პერიტონეუმის წყვილი ნაოჭი მუცლის წინა კედლის შიგნითა ზედაპირზე; საზარდულის იოგის შუა მონაკვეთიდან მიემართება ზემოთ და მედიალურად; გამოწვეულია ქვემო ეპიგასტრული არტერიით (BNA – plica epigastrica).
plica umbilicalis media ჭიპის შუა ნაოჭი; პერიტონეუმის ნაოჭი მუცლის წინა კედლის შიგნითა ზედაპირზე, შარდის ბუშტის მწვერვალსა და ჭიპს შორის; გამოწვეულია ურახუსით.
plica umbilicalis medialis ჭიპის მედიალური ნაოჭი; პერიტონეუმის წყვილი ნაოჭი მუცლის წინა კედლის შიგნითა ზედაპირზე; შარდის ბუშტის გვერდითი ზედაპირიდან მიემართება ჭიპისაკენ; გამოწვეულია ობლიტერირებული ჭიპის არტერიით – ჭიპის მედიალური იოგით (BNA – plica umbilicalis lateralis).
plica venae cavae sinistrae მარცხენა ღრუ ვენის ნაოჭი; სეროზული, სამკუთხა ნაოჭი მარცხენა წინაგულის უკანა ლატერალურ ზედაპირზე; გამოწვეულია მარცხენა ზემო ღრუ ვენის კედლის ნაშთით – ფიბროზული ბოჭკოებით.
plica vestibularis კარიბჭის ნაოჭი; ხორხის ლორწოვანი გარსის წყვილი ნაოჭი, რომლებითაც გვერდებიდან მოსაზღვრულია კარიბჭის შესავალი; მის სისქეში მოთავსებულია კარიბჭის იოგი (BNA – plica ventricularis).
plica vocalis მბგერავი ნაოჭი; ხორხის ლორწოვანი გარსის წყვილი ნაოჭი, რომლებითაც გვერდებიდან მოსაზღვრულია ყია; გაჭიმულია ფარისებრი ხრტილის კუთხესა და ციცხვისებრი ხრტილის მბგერავ მორჩს შორის; მის სისქეში მოთავსებულია მბგერავი იოგი.
plicae alares ფრთისებრი ნაოჭები; მუხლის სახსრის ჩანთის სინოვიური აპკის წყვილი დუპლიკატურა კვირისტავის ქვემოთ.
plicae cecales ბრმა ნაწლავის ნაოჭები; პერიტონეუმის ნაოჭები ბრმა ნაწლავის ლატერალურ ზედაპირსა და მუცლის უკანა კედელს შორის, რომლებიც მარჯვენა მხრიდან შემოსაზღვრავენ ბრმა ნაწლავის უკანა ჯიბეს.
plicae ciliares წამწამოვანი ნაოჭები; წამწამოვანი სხეულის ნაოჭები წამწამოვან მორჩებს შორის.
plicae circulares ირგვლივი ნაოჭები; წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ირგვლივი ნაოჭები. (Kerkringi).
plicae gastricae კუჭის ნაოჭები; კუჭის ლორწოვანი გარსის ნაოჭები, რომლებიც მცირე სიმრუდის მიდამოში ღებულობენ გასწვრივ მიმართულებას.
plicae gastropancreaticae კუჭ-პანკრეასის ნაოჭები; პერიტონეუმის ნაოჭები კუჭის უკანა ზედაპირსა და პანკრეასს შორის, რომელშიც არჩევენ მარცხენა და მარჯვენა ნაწილებს; კუჭ-პანკრეასის მარცხენა ნაოჭი გამოწვეულია კუჭის მარცხენა არტერიით, მარჯვენა კი – ღვიძლის არტერიით.
plicae iridis ფერადი გარსის ნაოჭები; კონცენტრული ნაოჭები ფერადი გარსის დიდი რგოლის მიდამოში.
plicae palatinae transversae სასის განივი ნაოჭები; მაგარი სასის ლორწოვანი გარსის განივი ნაოჭები.
plicae palmatae პალმისებრი ნაოჭები; ლორწოვანი გარსის ირიბი ნაოჭები საშვილოსნოს ყელის არხის წინა და უკანა კედლებზე.
plicae semilunares coli კოლინჯის ნამგლისებრი ნაოჭები; კოლინჯის ლორწოვანი გარსის ნაოჭები.
plicae transversales recti სწორი ნაწლავის განივი ნაოჭები; სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის სამი ან მეტი ნამგლისებრი ნაოჭი, რომლებიც კუნთოვან ელემენტებსაც შეიცავენ; ყველაზე ზემო ნაოჭი დაახლოებით 10 სმ-ით არის დაცილებული ყითას. (Houstoni).
plicae tubariae საშვილოსნოს ლულის ნაოჭები; საშვილოსნოს ლულის ლორწოვანი გარსის გასწვრივი ნაოჭები, რომლებიც უკეთ არიან გამოხატული ლულის ამპულაში.
plicae tunicae mucosae ves. felleae ნაღვლის ბუშტის ლორწოვანი გარსის ნაოჭები; ლორწოვანი გარსის მცირე ნაოჭები, რომლებიც აძლევენ ნაღვლის ბუშტის შიგნითა ზედაპირს ბადის სახეს.
plicae villosae ხაოიანი ნაოჭები; ლორწოვანი გარსის ბუსუსებიანი ნაოჭები კუჭის არეებში, რომლებითაც მოსაზღვრული არიან კუჭის ორმოები.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9