შესავალი, კარი
- porta hepatis ღვიძლის კარი; განივი შესავალი ღვიძლის ვისცერულ ზედაპირზე, კვადრატულ და კუდიან წილებს შორის
- Vena portae კარის ვენა; იქმნება ელენთისა და ჯორჯლის ზემო და ქვემო ვენების შეერთებით; შედის ღვიძლში ღვიძლის კარით; აგროვებს სისხლს ძირითადად მუცლის ღრუს კენტი ორგანოებიდან.
Source: შელია, ლეონარდ. ანატომიის განმარტებითი ლექსიკონი = Толковый анатомический словарь / ლ. შელია; რედ.: ნ. ჯავახიშვილი; ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტი. თბილისი: მეცნიერება, 1979.